თურქული პრესა 13.07.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1674467
თურქული პრესა 13.07.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „2021 წელს ჩვენს მიერ მისაღწევი ეკონომიკური ზრდის დონით დავამტკიცებთ, რომ მსოფლიოს აღმავალი ეკონომიკა გვაქვს. დიდი და ძლიერი თურქეთის მშენებლობის გზაზე ეკონომიკაში წინ თავდაჯერებული ნაბიჯებით მივიწევთ. უკვე თურქეთი როგორც პოლიტიკურად ასევე ეკონომიკურად ნაბიჯს დგამს მსოფლიოს უმაღლეს ლიგაში.“

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, ევროკავშირს, დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთს შორის ეკონომიკური და ფინანსური დიალოგის შეხვედრაზე ფინანსურ პოლიტიკაში ძლიერი თანამშრომლობის გზავნილი გაკეთდა. ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო დეკლარაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრა მიზნად ისახავს დასავლეთ ბალკანეთისა და თურქეთის მომზადებას ევროკავშირში წევრობისთვის.

წელს თავდაცვის 2 თურქული კომპანია შევიდა "Defense News Top 100"-ის სიაში, რომელიც თავდაცვის ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ სიად ითვლება - წერს გაზეთი „იენი შაფაკი.“ ამ სიაში ASELSAN– მა 48 – ე ადგილი, ხოლო სს. თურქეთის ავიაციისა და კოსმოსურმა ინდუსტრიამ (TUSAŞ) 68 – ე ადგილი დაიკავეს.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იუწყება, რომ ანტალიამ, რომელიც მსოფლიოს მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებებს შორისაა, დაახლოებით ორ კვირაში 1095 საჰაერო რეისით ჩასული 307 ათას 417 რუსი ტურისტი მიიღო.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, ამ წლის პირველ ნახევარში თურქეთში უცხოელებზე გაყიდული საცხოვრებელი ბინების რაოდენობა 44 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 20 ათას 488 შეადგინა. ეს მაჩვენებელი ყველა დროის იანვარ-ივნისის საუკეთესო მაჩვენებელია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები