თურქული პრესა 12.07.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1673727
თურქული პრესა 12.07.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში, სრებრენიცას გენოციდის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხსოვნის ცერემონიალზე ვიდეო გზავნილი გაგზავნა, რომელშიც პრეზიდენტი ერდოღანი აღნიშნავს: „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ევროპის  და კაცობრიობის ისტორიის ეს შავი ლაქა უკანა პლანზე გადაიტანონ.“

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციის 47 წლისთავის აღსანიშნავად 16-19 ივლისს  ნიქოზიაში გასამართ, „ჩრდილოეთ კვიპროსის საერთაშორისო კულტურისა და სპორტის ფესტივალის“ ფარგებში გასამართ მატჩში, „ცნობილთა ნაზავი“-ს სახელით გამოვა. ერდოღანი მატჩის წინ მნიშვნელოვან გზავნილებს გაუგზავნის მთელ მსოფლიოს.

გაზეთი „Haber Türk“-ი ჰულუსი აქარის, ბერძენი კოლეგის მიმართ კრიტიკას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა თავისი ბერძენი კოლეგის, ნიკოლას პანაგიოტოპულოსის, თურქეთის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს უპასუხა და თქვა: „საბერძნეთი აგრძელებს თავის პროვოკაციულ, უკანონო, უკომპრომისო და ესკალატორულ პოზიციას, რომელიც არც კი ემორჩილება მის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებებს.“

გაზეთი „Hürriyet“-ი ადილ ქარაისმაილოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ, თურქეთის სახელმწიფო აეროპორტების ადმინისტრაციის DHMİ-ის გენერალური დირექციის წლის პირველი ნახევრის ფრენის მოძრაობის მენეჯმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, იგი პირველ ადგილს იკავებს და ევროპის სხვა მნიშვნელოვან ცენტრებს უსწრებს.

გაზეთი „Star“-ი იტყობინება, რომ თურქეთმა 2020 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში 457 მილიონ 919 ათასი დოლარის ზღვის პროდუქტების ექსპორტი განახორციელა. მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს რიცხვი 42%-ით გაიზარდა და 649 მილიონი დოლარი შეადგინა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები