თურქული პრესა 09.07.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1672589
თურქული პრესა 09.07.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ ინვესტიციებს თავდაცვის ინდუსტრიაში მანამ, სანამ თურქეთს არ გაათავისუფლებენ საგარეო დამოკიდებულებისაგან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი არის ქვეყანა, რომელმაც წარსულში გადაიხადა საგარეო დამოკიდებულების ფასი და დაამატა: ”თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმოების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო სწრაფად მიაღწევს მიზნებს.”

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებასთან დაკავშირებით ”ევროკავშირი არასდროს, არასდროს მიიღებს (კვიპროსში) საკითხის ორ სახელმწიფოიან გადაწყვეტას“  აღნიშნა: „ჩვენ ვერ დავინახეთ დღემდე უთანასწორობის, ტრაგედიების, უსამართლობის, ჰუმანიტარული კრიზისის მიმართ ხმელთაშუა ზღვაში და ეგეოის ზღვაში ევროკავშირს ეთქვას ‘არასოდეს და არასოდეს’”.

Akıncı TİHA-მ (მოიერიშე უპილოტო საჰაერო აპარატი), რომელიც შეიქმნა ადგილობრივი და ეროვნული რესურსებით, ისტორიული რეკორდი დაამყარა - წერს გაზეთი „ვათანი“. გრძელ მანძილზე ფრენისა და მაღალი სიმაღლის ტესტირების დროს Akıncı TİHA 38,039 ფუტ (11,594 მეტრ) სიმაღლეზე აფრინდა. ამრიგად, პირველად იქნა ცაში ეს სიმაღლე მიღწეული ეროვნული წარმოების საჰაერო აპარატის მიერ.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანი ვიდეო კონფერენციის საშუალებით დაესწრო შეხვედრას, რომელიც გაიმართა ლონდონში, თურქეთ-ბრიტანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (TBCCI) პრეზიდენტ ალდერმან ემა ედემის მასპინძლობით. ელვანმა თქვა: ”ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური პერსპექტივა, ჩვენი რეფორმები და ინვესტიციების შესაძლებლობები. თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ინვესტიციების განხორციელებაში OECD-ს ქვეყნებს შორის.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“ წერს, რომ ამერიკული ბანკის JPMorgan-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში დასახელებულია განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც ყველაზე სწრაფად მიაღწევენ იმ აქტივობის დონეს, რაც ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემიამდე ჰქონდათ. ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთი, სინგაპური, ინდოეთი და ბრაზილია იმ განვითარებად ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც ყველაზე სწრაფად მიაღწევენ ეპიდემიამდელ მობილობის დონეს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები