თურქული პრესა 01.07.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1667911
თურქული პრესა 01.07.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები მოიხნა. შაბათს და კვირას 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, ხოლო კვირაობით მთელი დღის მანძილზე მოქმედი კომენდანტის საათი და ამ პერიოდში მოქმედი საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა გაუქმებულია. დაწესებულებებმა დაიწყეს ფუნქციონირება დადგენილი სამუშაო საათების ფარგლებში. საქორწილო ცერემონიებში მონაწილეთა რაოდენობა აღარ შეიზღუდება.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და მისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი ერთმანეთს ანტალიაში შეხვდნენ. ჩავუშოღლუმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე (1936 წელს ხელმოწერილ მონტროს შეთანხმების) და „სტამბოლის არხთან“ დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და დასძინა: „სტამბოლის არხისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ, ასევე დანტერსებულები არიან საერთაშორისო კომპანიებიც. მონტროში რაიმე სახის ცვლილება არ იქნება.“

გრძელდება სამხედრო საზღვაო წვრთნები 'Sea Breeze-2021', რომელსაც ერთობლივად ატარებენ უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები შავ ზღვაში - წერს გაზეთი „სტარი“. დიდ წვრთნებში მონაწილეობა მიიღო თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის ტიპის შეიარაღებულმა უპილოტო საჰაერო აპარატმაც (SİHA). თურქული SİHA პირველად იქნა გამოყენებული ნატოს სამხედრო წვრთნებში. უკრაინა-ამერიკის ერთობლივი წვრთნები "Sea Breeze-2021" 28 ივნისს დაიწყო და მასში ნატოს 30-ზე მეტი წევრი ქვეყანა მონაწილეობს.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში მოყვანილია ვაჭრობის მინისტრის, მეჰმედ მუშის განაცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საგარეო ვაჭრობის მონაცემებში, რომელიც პარასკევს გახდება ცნობილი, ექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან. ”მე მჯერა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის ჩვენ ექსპორტს საშუალო ვადიანი პროგრამის 2022 წლის მიზანს 198 მილიარდ დოლარს მივაღწევთ და 200 მილიარდ დოლარს გადავაჭარბებთ.“-თქვა მინისტრმა.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ თურქეთის კალათბურთის მამაკაცთა ეროვნულმა ნაკრებმა კანადაში ჩატარებულ FIBA-ს ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირის B ჯგუფის მეორე მატჩში ჩეხეთი 87-70 დაამარცხა. ამ შედეგით 2-დან 2 მოიგო თურქეთის ნაკრებმა, ჯგუფი ლიდერობით დაასრულა და ნახევარფინალში გადავიდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები