თურქული პრესა 11.06.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1655852
თურქული პრესა 11.06.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ:  პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს 9 კრიტიკული თემა იქნება დღის წესრიგში. მათ შორის გახლავთ ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, PKK/YPG-ს მიმართ მხარდაჭერის შეწყვეტა, F-35-ის და S-400-ის საკითხი, სირიის, ლიბიის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის, მთიანი ყარაბაღის და სავაჭრო მოცულობის 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ ამერიკულმა გაზეთმა The Wall Street Journal (უოლ სტრიტ ჟურნალი) გამოაქვეყნა ანალიზი, თუ როგორი უნდა იყოს აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის თურქული პოლიტიკა. ანალიზში ნათქვამია, რომ თურქეთი არის აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე და რთული ქვეყანა, ამიტომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშაოს აზროვნების ახალი გზა თურქეთის წინააღმდეგ.

გაზეთი „Star“-ი მაკრონის ერდოღანის მიმართ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მათ უნდა გააგრძელონ საუბარი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, მიუხედავად იმისა, რომ მათ აზრთა სხვადასხვაობა აქვთ. ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში გამართული პრესკონფერენციის დროს თქვა, რომ 14 ივნისს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გასამართ ნატოს სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრა სურს.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ თურქეთი ორგანული სოფლის მეურნეობის მწარმოებელთა რაოდენობით მსოფლიოში მე-7, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ორგანული მეურნეობის საქმიანობა 8 პროდუქტით დაიწყო, გასულ წელს ეს რიცხვი  235 პროდუქტამდე გაზარდა და იგი ამ მიმართულებით აკმაყოფილებს ევროპის მიერ იმპორტირებული პროდუქციის 7 პროცენტს.

გაზეთი „Vatan“-ი მუსტაფა ვარანქის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანქმა განაცხადა, რომ აღრის პროვინციაში ოქროს და ვერცხლის საბადოები აღმოაჩინეს. მისივე თამით ოქროს მარაგი 20 ტონადაა შეფასებული (1,2 მილიარდი დოლარი), ხოლო ვერცხლის - 3,5 ტონად (ღირებულება 2,8 მილიონი დოლარი).


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები