თურული პრესა 09.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1617780
თურული პრესა 09.04.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, D-8 ორგანიზაციის მე-10 სამიტის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს   ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ადგილობრივი ვაქცინის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღბა და აღნიშნა, რომ მათ მიერ წარმოებულ ვაქცინას კაცობრიობის სასარგებლოდ შესთავაზებენ.

გაზეთი „Star“-ი გერმანული გაზეთის, „ფაზის“ თურქული SİHA-ების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: გერმანული გაზეთი „ფაზი“ იუწყება, რომ თურქეთის მხრიდან ეროვნული შესაძლებლობებით დამზადებული შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატები (SİHA) აზერბაიჯანის მხრიდან მთაინ ყარაბაღში გამოყენების დროს, სომხეთის 190-ზე მეტი ტანკის, ჯავშანმანქანის და სხვა მრავალი შეიარაღების განეიტრალება შესძლო რა, გერმანიის არმია  მისი ამ წარმატებით შოკში ჩავარდა.  

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეში 95 ქვეყანაში ჩაის ექსპორტი 23%-ით გაიზარდა, რითაც 5 მილიონ 124 ათასი დოლარის შემოსავალი იქნა მიღებული.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ ესპანეთის პირველი საფეხბურთო ლიგის (ლა ლიგა) 30-ე კვირის ფარგლებში გასამართ, ელ კლასიკოს (რეალი-ბარსელონა) გაცნობითი ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც კაპადოკიის ფრაგმანებიც იქნა გამოყენებული.

გაზეთ „Haber Türk“-ის მიხედვით, აშშ-ის ქალაქ ბოსტონში,  თურქული დოკუმენტური და მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მეოცედ იმართბა. იგი, 15 აპრილს იწყება და 30 აპრილამდის გაგრძელდება. ფესტივალი, კოვიდ-19-ის გამო ონლაინით გაიმართება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები