თურქული პრესა 01.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1612562
თურქული პრესა 01.04.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: გუშინ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქული საბჭო ანუ, თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს (Türk Konseyi) ლიდერთა სამიტზე, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ რამაზან (მარხვა) ბაირამის შემდეგ ქალაქ შუშას მონახულება სურს რა, ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდება აზერბაიჯანის გვერდით დგომა.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთმა, აშშ-ს მხრიდან ყოველწლიურად გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში, რომელშიც 2016 წლის 15 ივლისის მზაკვრული გადატრიალების მცდელობის მთავარი ბრალდებულის, ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს „გიულენის მოძრაობად“ შეფასება მკაცრად გააკრიტიკა.

გაზეთი „Star“-ი მუსტაფა ვარანქის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანქმა განაცხადა, რომ ადგილობრივი წარმოების ვაქცინა სახელწოდებით „inovatif“-ის ყველა ეტაპი თუ წარმატებით დასრულდება, წლის ბოლოს 50 მლნ დოზა ვაქცინა ექნებათ.

გაზეთ „Haber Türk“-ის მიხედვით, საბურღმა გემმა „ფათიჰმა“ შავ ზღვაში, საქარიას გაზის საბადოზე „თურქალი-2“-ის  ჭაბურღილის გეგმა წარმატებით დაასრულა და 3950 მეტრამდე ჩავიდა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იტყობინება, რომ თურქეთის ავიახაზებმა (THY) გამოაცხადა, რომ მგზავრებს შეუძლიათ სხვადასხვა გაზეთებში და ჟურნალებში უფასოდ შესვლა, „PressReader“-ის პროგრამით.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები