თურქული პრესა 25.02.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1590401
თურქული პრესა 25.02.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პროვინციულ კონგრესებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ტერორთან ბრძოლის სფეროში გადადგმული ნაბიჯების დადებითი შედეგების მიღება დავიწყეთ. შემცირდა როგორც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულთა რაოდენობა, ასევე ტერორისტული ორგანიზაციის მოქმედების შესაძლებლობები. ამ ნაძირლებს, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენი ერის ერთობას, პასუხის ვაგებინებთ დაღვრილ სისხლის თითოეულ წვეთზე.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody's– მა თურქეთის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5 – დან 4 პროცენტამდე, ხოლო 2022 წლის ზრდის პროგნოზი 4 – დან 5 პროცენტამდე გაზარდა.

სტამბოლის აეროპორტს, აეროპორტის ნახშირბადის აკრედიტაციის ფარგლებში, საერთაშორისო აეროპორტების საბჭომ (ACI) პირველი დონის ნახშირბადის ემისიის სერთიფიკატი გადასცა - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, ერთ-ერთ საერთაშორისო ინტერნეტ გვერდზე, სადაც მილიონობით ადამიანი მთელი მსოფლიოდან იკვლევს და ერთმანეთს უზიარებს თავიანთ კომენტარებს ტურისტულ ობიექტებზე, 2021 წლის ყველაზე პოპულარული პლაჟების სია გამოქვეყნდა. ამ სიაში ევროპის საუკეთესო პლაჟებს შორის თურქეთიდან ანტალიის რაიონ ალანიაში მდებარე კლეოპატრას პლაჟი მოხვდა.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, რუსული კომპანიის Yandex.Travel- ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსეთში მცხოვრები გამოკითხული დაახლოებით 10 ათასი ადამიანიდან 68 პროცენტმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებში ვიზიტის შესაძლებლობა შეზღუდვის გარეშე იმოქმედებს მათი დასვენების გეგმებზე. გამოკითხვაში მონაწილეებმა თურქეთი დაასახელეს იმ ქვეყნებს შორის, სადაც ვიზიტიც წელს ყველაზე მეტად სურთ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები