თურქული პრესა 24.02.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1589603
თურქული პრესა 24.02.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი გასული წლის 13 დეკემბერს დაიწყო, თურქეთში კი მიმდინარე წლის 14 იანვარს. ბოლო მონაცემებით კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში თურქეთმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც უკან ჩამოიტოვა და მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე გავიდა.

გაზეთი „Vatan“-ი ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქმენული გაზის თურქეთში შემოტანის და აქედან ევროპაში გატანის პროცესის დასაწყებად მზად არის.

„რეკორდი თურქეთის საავიაციო ისტორიაში“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის მიერ ეროვნული შესაძლებლობებით წარმოებულმა შეიარაღებულმა უპილოტო საფრენ აპარატ “ბაირაქტარ TB2-მა” (SİHA), წარმატებით დაასრულა 300 ათასი ფრენის საათი და თურქეთის საავიაციო ისტორიაში ახალი რეკორდი მოხსნა.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ ინდურმა სახელმწიფო კომპანიამ Hindustan Shipyard-მა თურქეთის მიერ გადაცემული ტექნოლოგიებით საზღვაო ხომალდების მშენებლობა დაიწყო. პროექტი 1,5-2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ დიდ ბრიტანეთში 8 მარტ-21 ივნისს შორის პერიოდში დაგეგმილი ნორმალიზების კალენდრის შემდეგ საზღვარგარეთ სადღესასწაულო არდადეგების გატარების პაკეტების გაყიდვებმა რეკორდი დაამყარა. ბრიტანელები ყველაზე მეტ უპირატესობას თურქეთს ანიჭებენ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები