თურქული პრესა 22.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1588018
თურქული პრესა 22.01.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ერდოღან- როჰანის შორის გამართულ სატელეფონო საუბარზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ცალმხრივი სანქციები და ამ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის უსამართლო დაბლოკვები მოხსნას.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა, ერაყში გარას რეგიონში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს მხრიდან 13 თურქეთის მოქალაქის ვერაგულად მკვლელობის თაობაზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ მკვლელი ტერორისტული ორგანიზაცია PKK, თურქეთში 1984 წლიდან ჩვილების, ბავშვების, ქალების, ახალგაზრდების, მოხუცების, ანუ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას განაგრძობს, მაგრამ ერთეულებს ამის დანახვა არ სურთ.  

გაზეთი „Vatan“-ი რუსეთის მხრიდან S-400-ებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: რუსეთის ფედერალური სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სამსახურის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსეი ფროლკინმა განაცხადა, რომ საზენიტო-სარაკეტო სისტემის S-400-ის თურქეთთან ერთობლივ წარმოების თაობაზე, ანკარასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ თურქეთში ეკონომიკისა და სამართლის დარგში რეფორმების დაჩქარებით საავტომობილო,  საოჯახო საქონლის, პროგრამების და ლოგისტიკური სექტორებში უცხოური ინვესტიციების გაზრდას ელოდებიან.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ სტამბოლში კომპანია, Arken Generator-მა აწარმოა მსოფლიოში პირველი სრულად ბიოდიზელით მომუშავე გენერატორების პროტოტიპი.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები