თურქული პრესა 19.02.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1586676
თურქული პრესა 19.02.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ტელეფონით ესაუბრა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს, პუტინს. საუბრის დროს განხილული იქნა მთიანი ყარაბაღის ლიბიისა და სირიის საკითხები. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის დაცვისთვის ყველა საკითხში საჭიროა ერთობლივი სამუშაოების ჩატარება.

გაზეთ „ჰურიეთ“-ში მოყვანილია ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქთაის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში თურქეთში უცხოეთიდან 15 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შემოდინება მოხდა. ”ჩვენს დღის წესრიგში დგას სამართლებრივი რეფორმა, რომელიც პირდაპირ უკავშირება ეკონომიკას და ინვესტიციებს. ინვესტორები, რომლებიც ნდობას უცხადებენ თურქეთს, ისევე როგორც დღემდე, მომავალშიც მოგებული დარჩებიან.“

თურქეთის საავტომობილო საინიაციტივო ჯგუფის (TOGG) განცხადებით, ბურსა გემლიკში მიმდინარე ადგილობრივი საავტომობილო ქარხნის მშენებლობის, სამღებროს, ენერგეტიკისა და მანქანის კორპუსის საამქროების ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, პანდემიასთან ერთად კურიერებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი რობოტი კურიერების წარმოება დაიწყო Delivers.ai-მ, რომლის ცენტრიც სტამბოლში მდებარეობს და იგი გახდა პირველი ავტომატური მიწოდების რობოტის კომპანია. Delivers.ai-ს რობოტები მალე გამოყენებული იქნება საკვების მიწოდებაში დუბაის სილიკონის ხეობად ცნობილ Internet City-ს რეგიონში.

და ბოლოს, NASA-მ, რომელიც ემზადება კოსმოსური ხომალდის „Perseverance“-ს მარსზე გაგზავნისთვის, სადაც ჟეზერის კრატერში სიცოცხლის კვალს მოძებნის, გააზიარა მსგავსი მინერალური წარმონაქმნის და გეოლოგიური სტურქუტრის მქონე ბურდურში მდებარე სალდას ტბის თობაზე ჩატარებული კვლევების შედეგები.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები