თურქული პრესა 18.02.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1585977
თურქული პრესა 18.02.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „HaberTürk“-ით, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ პროვინციები დაყეს ოთხ ჯგუფად და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით, მარტის თვის დასაწყისში ეტაპობრივ ნორმალიზაციის პროცესს დაიწყებენ.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ ბრიტანულ მედიაში, თურქეთის მიერ დამზადებულ შეიარაღებულ უპილოტო საფრენ აპარატებს (SİHA) დიდი გამოხმაურებმა მოჰყვა. გაზეთმა ტელეგრაფმა დაწერა, რომ განსაკუთრებით მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ მიღწეული წარმატებაში SİHA-ებმა დიდი როლი ითამაშეს.

„საბერძნეთი განაგრძობს კაცობრიობის წინაშე დანაშაულების ჩადენას“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ საფერძნეთის მხრიდან იძულებით თურქეთის ღია წყლებში გამორიყული მიგრანტები გადაარჩინეს, რომლებიც ბერძნულ მხარეს შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ჰყავდა გაძარცვული.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ, Türksat 5A-ს (თურქეთის  სატელიტური კომუნიკაციებისა და საკაბელო ტელევიზიის ოპერაციების კომპანია) შესახებ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თანამგზავრის ყველა ქვესისტემა ამ დროისთვის შეუფერხებლად მუშაობს.

გაზეთ „Hürriyet“-ის სპორტული მიმომხილველი წერს, რომ თურქეთი ფეხბურთში, 2021 წლის სეზონისთვის ყველაზე მეტი ტრანსფერის განმხორციელებელი მეოთხე ქვეყანა გახდა. თურქეთმა ამ სეზონზე 123 საერთაშორისო ტრანსფერი განახორციელა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები