თურქული პრესა 12.02.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1582134
თურქული პრესა 12.02.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, კოვიდ-19 ვაქცინის მეორე დოზაც გაიკეთა. ამასთან დაკავშირებით ერდოღანმა, თავის სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში აღნიშნა: "მე, კოვიდ-19 ვაქცინის მეორე დოზაც გამიკეთდა. იმედი მაქვს და ჩვენი მიზანია, რომ თურქეთის ყველა მოქალაქეს რაც შეიძლება მოკლე დროში გაუკეთდეს ვაქცინა და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას."

Sabah-ის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მწვავე რეაგირება მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების იმ განცხადებაზე, რომელშიც იგი ანკარას, ფეტოს ბრალდებით დაკავებული ოსმან კავალას გათავისუფლებას სთხოვს. ”არცერთ სახელმწიფოს თუ სობიექტს არ აქვს იმის უფლება, რომ თურქეთის დამოუკიდებელ სასამართლოებს ბრძანებები ან მითითებები მისცეს”, ხაზგასმულია ანკარის განცხადებაში

"კვიპროსის პრობლემა, ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნით მოგვარდება", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Hürriyet-ში და მასში ვკითხულობთ: ეს სიტყვები ეკუთვნის თურქეთის ვიცე-პრეზიდენტ ფუატ ოქტაის, რომელიც თურქეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას შორის 2021 წლის ფინანსური პროტოკოლის მომზადების მიზნით ვიზიტით იმყოფება ლეფკოსაში (ნიქოზია) და წარმოთქვა გუშინდელ შეხვედრაზე. მისივე თქმით კვიპროსის თურქულ და ბერძნულ მხარეებს შორის ოთხი ათეული წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა რა, ერთადერთი გამოსავალი  კუნძულზე ორი სახელმწიფოს შექმნაღა დარჩა

Habertürk-ი ეკონომიკურ გვერდზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფატიჰ დონმეზის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში: ”ჩვენ გავააქტიურეთ ორი FSRU (მცურავი LNG შენახვისა და გაზიფიცირების დანადგარები) და ამით თითქმის გაორმაგდა ჩვენი არსებული LNG ტერმინალების მოცულობა. გარდა ამისა, მესამე FSRU ობიექტის მშენებლობაც დასასრულს უახლოვდება და დიდი ალბათობით, ამ ამ წლის ბოლოს ამოქმედდება და ამით, უფრო მეტ მოქნილობას შეუქმნის ჩვენი ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურას," განაცხადა მინისტრმა

Yenişafak-ის იუწყება, რომ ფრანგული მედია ლაპარაკობს თურქეთის იმ მოქალაქეზე, რომელიც სტუდენტებს უფასოდ ურიგებ შაურმას. თურქეთის მოქალაქე მავზერ თაშდელენი, რომელსაც საფრანგეთის ქალაქ რეიმსში “L'Istanbol“ სახელწოდების სამწვადე გააჩნია,  გარკვეულ დღეებსა და საათებში, ასობით სტუდენტს უფასოდ ურიგებს საჭმელს, ყველაზე მეტად კი შაურმას. თაშდელენის ეს საქველმოქმედო კამპანია კორონავირუსის ეპიდემიის დროს მხედველობიდან არ გამორჩა ფრანგულ მასმედიას და თურქი მოქალაქის ეს სიკეთე, ჯანმრთელობის კრიზისის შედეგად დაზარალებული სტუდენტებისათვის გაცემულ “კეთილ ჟესტად“ მონათლეს



მსგავსი ინფორმაციები