თურქული პრესა 09.02.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1579791
თურქული პრესა 09.02.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ვიდეო კონფერენცია გამართა გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან და განაცხადა, რომ ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რათა პოზიტიურ დონეზე აიყვანონ თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები. მისივე თქმით, ანკარას სურს ევროკავშირის მარტის სამიტამდე გაზარდოს შეხვედრების რაოდენობა ბრიუსელთან და ამასთან ხელი შეუწყოს ტექნიკურ მოლაპარაკებების გამართვასაც.

Yenişafak-ის კორესპონდენტი გერმანიიდან იუწყება, რომ თურქეთში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ქებით მოიხსენიებს გერმანული პრესა. “გერმანიაში, სადაც კორონავირუსის ახალმა სახეობებმა უფრო მეტი ადამიანი შეიწირეს და ჯანმრთელობის სისტემაშიც დიდი პრობლემები გააჩინეს, კრიზისი დღითიდღე იზრდება და ღრმავდება, როცა მის საწინააღმდეგოდ თურქეთში შემთხვევბის რაოდენობა თანდათანობით იკლებს და ვაქცინაციის კამპანიაც შეუფერხებლად მიმდინარეობს, რამაც გერმანული მას-მედიის ყურადღება მიიპყრო. ”დღესდღეობით თურქეთში უფრო მეტი ადამიანია ვაქცინირებული ვიდრე გერმანიაში, თანაც თურქეთში ვაქცინაციის კამპანიაში ადგილი არ აქვს დაბნეულობას, რაც ვერ ითქმის გერმანიის კამპანიებზე” - წერენ გერმანულ პრესაში.

Star-ი, ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის, პიტერ სიჟარტოს განცხადებას უთმობს ადგილს: "ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თურქეთთან ურთიერთობებს. ევროპის უსაფრთხოება მიგრაციასთან დაკავშირებით, სწორედ თურქეთზე გადის და დიდწილად მასზეა დამოკიდებული, ხოლო ამის პარალელურად თურქეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ასევე ცენტრალური ევროპის ენერგოუსაფრთხოებაშიც" - ხაზგასმით ამბობს უნგრელი მინისტრი, წერს სტარი.

"რუსი ტურისტები ზაფხულს თებერვალში განიცდიან"- ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: ანტალიის დემრეს რაიონში ჩამოსული რუსი ტურისტები ერთის მხრივ ტკბებიან ბუნებისა და ხმელთაშუა ზღვის სილამაზით, ხოლო მეორეს მხრივ, სარგებლობენ თებერვლის მზის სითბოთი და არ ერიდებიან ბანაობას და გარუჯვას, რაც ამ პერიოდისათვის არაა დამახასიათებელი.

Hürriyet-ის ეკონომიკური მიმოხილველი აანალიზებს თურქეთის აეროპორტების მდგომარეობას და წერს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარში მომსახურება გაუწიეს 5 მილიონ 227 ათას 452-ს მგზავრს, რაც ამ თვისათვის ნამდვილ რეკორდს წარმოადგენს.



მსგავსი ინფორმაციები