თურქული პრესა 23.12.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1550251
თურქული პრესა 23.12.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yenişafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ  მეზობელი საბერძნეთი აგრძელებს ფაქტების დამახინჯებას. ”ჩვენმა მეზობელმა სამ თვეში მთლიანობაში  46 Navtex/ნავტექსი გამოაცხადა, ხოლო 1 ოქტომბრის აქეთ ასევე სულ მთლიანობაში 22 სასწავლო ველი გამოაცხადა ეგეოსსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, რომლებთაგანაც მხოლოდ ორი გამოიყენა. ”ამის შეხსენებით კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ათენი კეთილმეზობლური ურთიერთობების წინააღმდეგი არის,” აღნიშნა აქარმა, წერს იენი შაფაქი

Sabah-ი იუწყება, რომ თურქეთის კუთვნილი სეისმური გემის, “ორუჩ რეისის“ საძიებო და კვლევითი სამუშაოები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში 2021 წლის 15 ივნისამდე გაგრძელდა, რადგან, საბერძნეთის ადეკვატურად, თურექთმაც ახალი ნავტექსი გამოაცხადა

“თურქული ვაქცინა მოხალისეებზე, 25 დეკემბრის შემდეგ იქნება გამოყენებული,” ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: ცენტრალურ ანატოლიაში მდებარე ქალაქ ქაისერის ერჯიესის სახელობის უნივერსიტეტში, კორონავირუსის ეპიდემიის საწინააღმდეგო ადგილობრივ ვაქცინაზე მე-2 ფაზის კვლევები გრძელდება და მის ფარგლებში, ამ ადგილობრივი წარმოების ვაქცინას მოხალისეებზე, 25 დეკემბრის შემდეგ გამოცდიან

Vatan-ის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია WHO-მ, თურქეთის სათნოების სახლებში, ხანდაზმულთა მოვლისა და რეაბილიტაციის ცენტრებში მცხოვრები მოხუცების კოვიდ-19 ეპიდემიისგან დაცვის მიზნით გატარებული ზომები დადებითად შეაფას და აღნიშნა, რომ ასეთი ზომებით თურქეთმა მრავალი ხანდაზმული გადაარჩინა სიკვდილს

Hürriyet-ი ეკონომიკის გვერდზე მეტად სასიხარულო ინფორმაციას იძლევა. მისი მიხედვით, თურქული კომპანიის კუთვნილ სამთო ველზე ნაპოვნია ოქროს უზარმაზარი მარაგი. სტატიაში წერია, რომ 3,5 მილიონი უნცია ოქროს ზოდები  იქნა აღმოჩენილი ბილეჯიკის სოგუტის რაიონში მდებარე მაღაროში, რომელიც ეკუთვნის კომპანია “გუბრეტაშს“. ამ კომპანიის გენერალური დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ფაჰრეტინ ფოირაზ გუბრეტაშის განცხადებით, აღმოჩენილი ოქროს რეზერვების დღევანდელი ფასი დაახლოებით 6 მილიარდ დოლარზე მეტია



მსგავსი ინფორმაციები