თურქული პრესა 21.12.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1548917
თურქული პრესა 21.12.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yenişafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ, ”ადამიანის სოლიდარობის საერთაშორისო დღეს”-თან დაკავშირებით ოფიციალური მესიჯი გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ კოვიდ-19 პანდემიის დროსაც კი თურქეთი, მსოფლიოში ყველაზე მეტ გულუხვობას იჩენს და ჰუმანიტარულ თუ სამედიცინო დახმარებას უწევს ღარიბ-ღატაკ ქვეყნებს და ხალხებს. "ჩვენ ვაგრძელებთ ჩაგრულთა ხმად დარჩენას და არ მოვაკლებთ მათ არანაირ დახმარებებს," აღნინავს ჩავუშოღლუ, წერს იენი შაფაკი

“სტამბოლიდან გასული სატვირთო მატარებელი ჩინეთში ჩავიდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Vatan-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ, გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ორი კვირის წინ, სტამბოლის ევროპული ნაწილიდან, კონკრეტულად კი ჩერქეზქოის რკინიგზის სადგურიდან გასული თურქული პროდუქციით დატვირთული პირველი საექსპორტო მატარებელი, 2 ზღვისა და 5 ქვეყნის ტერიტორიის გავლით, ჩინეთის ქალაქ სიანში უწყვეტლივ და უპრობლემოდ ჩავიდა, რაც უდიდესი წარმატება და გამარჯვებაა. “ამ მაგისტრალით, რომელსაც “რკინის აბრეშუმის გზას“ ვეძახით, თურქეთის ლოგისტიკური ძალა კიდევ უფრო გაიზრდება და გაფართოვდება. ეს არის ჩვენი რკინიგზელების დიდი გამარჯვება“, ხაზგასმით განაცხადა მინისტრმა

Sabah-ის ეკონომიკური მიმომხილველის ინფორმაციით, თურქეთის ავიახაზებმა THY-მ, წარმოებაში ჩაუშვა პირველი ადგილობრივი და ეროვნული სერვერი და მოდემი, რაც ხელს შეუწყობს საჰაერო მოგზაურობის სასიამოვნო გამოცდილებად გადაქცევას. ამიერიდან თურქულ თვითმფრინავებში მედია რესურსებთან (ფილმები, მუსიკა, ვიდეოები, გაზეთები, ჟურნალები, ჟურნალები და ა.შ.) ინტერნეტის საშუალებით დაუყოვნებელი წვდომა მეტად გაიოლდება და მათი შინაარსის გაზიარებაც მგზავრებისთვის სურვილისამებრ მოხდება

Hürriyet-ის მიხედვით კი, ტურიზმის სექტორის ციფრულ პლატფორმაზე გადასვლა, დადებითად აისახება უცხოელი ტურისტების რაოდენობაზეც. კულტურისა და ტურიზმის მინისტრ მეჰმედ ნური ერსოის ხელმძღვანელობით და თანამედროვე დიზაინით შექმნილი თურქეთის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა აცხადებს, რომ ახლად დანერგილი ციფრული პლატფორმის ექსპლუატაციაში გაშვება ხელს შეუწყობს ამ სექტორში თურქეთის პოზიტიურ განსხვავებას კონკურენტებისგან და ამ სიახლეს დიდი სიხარულით შეხვდა ტურიზმის ინდუსტრია. ასე რომ, ამიერიდან ინფორმაციებს თურქეთში მოგზაურობის და დასვენების შესახებ, ერთი ინტერნეტ ცენრიდან მიიღებენ. "goturkey.com" ვებ გვერდზე შესული ყველა მომხმარებელი კარგად გაეცნობა ქვეყნის კულტურულ და ტურიზმის ღირებულებებს, ხოლო ამის პარალელურად შეეძლება ადგილების დაჯავშნვა 2021 წლის ზაფხულისათვის



მსგავსი ინფორმაციები