თურქული პრესა 18.12.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1547570
თურქული პრესა 18.12.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, ანკარის საპრეზიდენტო სასახლე ბეშთეფეში მიიღო ერაყის პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ქაზიმი და შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ”ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი საერთო მტრის, DEAŞ-ის PKK-ს და ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETO-ს წინააღმდეგ”, - თქვა პრეზიდენტმა ერდოღანმა. ერაყის პრემიერ-მინისტრმა კაზიმიმ განაცხადა: "ჩვენ გვსურს ვითანამშრომლოთ იმ ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც ზიანს აყენებენ მთელი რეგიონის მშვიდობა-სტაბილურობას".  

“ერდოღანი სიტყვის კაცია“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Vatan-ი და მასში ვკითხულობთ: ეს სიტყვები ეკუთვნის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ამის შესახებ განაცხადა გუშინ, წლის ბოლო პირდაპირ პრეს-კონფერენციაზე. მან დიდად შეაქო ერდოღანი და ხაზი გაუსვა, რომ იგი რასაც იტყვის თუ თავზე აიღებს, ყველაფერს აკეთებს. “როცა ერდოღანი ხედავს რომ ამა თუ იმ საქმეს თავისი ქვეყნისა და ხალხისთვის სარგებელი აქვს, იმ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს“, ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა, წერს ვათანი

Haber Türk-ი თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი ანკარის მხრიდან რუსეთიდან შეძენილი S-400 საჰაერო სისტემის შესყიდვის გამო აშშ-ის მიერ დაწესებულ საქციებს აფასებს და ამბობს, რომ თურქეთი სწორ გზას ადგას და სწორ ადგილზე დგას. “ჩვენ ვინმესგან დაფარულად არ გვიყიდია ეს იარაღი. ჩვენ ჯერ ნატოსგან პატრიოტები მოვითხოვეთ, მათაც ჯერ მოგვცეს, შემდეგ უკან წაიღეს. ამიტომ რუსეთისგან S-400 შევიძინეთ“, აღნიშნა აქარმა

Sabah-ი, ეკონომიკის გვერდზე კულტურისა და ტურიზმის მინისტრ ნური მეჰმედ ერსოისთან ინტერვიუს აქვეყნებს. მისი თქმით თურქეთი, პანდემიის პროცესში, ტურიზმის სექტორში 15%-ით უფრო უკეთესი შედეგით გამოირჩევა ევროპის ყველაზე ძლიერ კონკურენტებს შორის. “თურქეთი, 2020 წლისთვის მიზნად ისახავდა 58 მილიონ ტურისტს და 41 მილიარდი დოლარის მოგებას, მაგრამ, პანდემიამ ეს გეგმები ვერ შეგვასრულებინა. მაგრამ, მომავალ წელს ისეთი პირი უჩანს, რომ ხსენებულ გეგმებს გადაჭარბებთ შევასრულებთ“, იმედიანად განაცხადა მინისტრმა, წერს საბაჰი



მსგავსი ინფორმაციები