თურქული პრესა 17.12.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1546994
თურქული პრესა 17.12.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, აშშ-ს მხრიდან თურქეთის მიმართ დაწესებული სანქციები შეაფასა და დასძინა: „ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რუსეთისგან შეძენილი სარაკეტო-თავდაცვის სისტემის S-400-ებისათვის დაწესებული სანქციების მთავარი მიზანი, ჩვენი მხრიდან თავდაცვის ინდუსტრიაში მიღწეული წარმატებების დაბლოკვაა. ამერიკის მოწინააღმდეგეთა საპასუხოდ სანქციების გამოყენებით წინააღმდეგობის გაწევის  შესახებ ორგანიზაციას (CAATSA), თურქეთის გარდა სხვა არცერთი ქვეყნისათვის მსგავსი სანქციები არ დაუწესებია. მსგვასი შემთხვევა პირველად ნატო-ს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ იქნა დაწესებული. ეს როგორი ალიანსია?“

გაზეთი „Haber Türk“-ი ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლაში ერაყს საჭირო ყველა დახმარებას გაუწევენ. მან ამის შესახებ გუშინ, ანკარაში თავის ერაყელ კოლეგა, ფუად ჰუსეინისთა გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ ვიდეო საიტ YouTube-მ მიიღო გადაწყვეტილება თურქეთში წარმომადგენლობა გახსნას და შესაბამისი იურიდიული პირი დანიშნოს. YouTube-ს ცენტრალური ოფისი საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში იტყობინება, რომ კომპანია ყოველთვის ზრუნავს ადგილობრივი კანონებისა და რეგულაციების დაცვაზე იმ ქვეყნებში, სადაც ის მოქმედებს და შეინარჩუნებს ვალდებულებას გამჭვირვალობის, გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისადმი.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ თურქეთის სამხედრო ელექტრონული ინდუსტრიის (ASELSAN) და სააქციო საზოგადოება სარაკეტო წარმოება და ვაჭრობის (ROKETSAN) მიერ შექმნილი პირველი ეროვნული და ადგილობრივი საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის HİSAR-A + ინვენტარიზაციის დაწყებამდე მან ტესტირება წარმატებით გაიარა.

გაზეთი „Star“-ის მიხედვით, გაზეთ Financial Times-ის ვერსიით 2020 წლის „წლის ადამიანი“  წარმოშობით თურქი,  გერმანელი იმუნოლოგი და ექიმი, ბიოტექნიკური კომპანია „BioNTech“-ის დამფუძნებელი პროფესორი უღურ შაჰინი და  მისი მეუღლე ოზლემ თურეჯი გახდნენ. ცოლ-ქმარმა ერთ წელზე მოკლე დროში კოვიდ-19-ის ვაქცინა გამოიგონეს.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები