თურქული პრესა 15.12.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1545801
თურქული პრესა 15.12.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ განაცხადა, რომ თურქეთი არავის უფლებას არ ლახავს და არც თავის უფლებას შეალახვინებს.   “ჩვენ, ლიბიიდან დაწყებული აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირამდე და სირიიდან დაწყებული კავკასიამდე, ვცდილობთ დავამყაროთ სამართლიანობა, ე.ი. ანკარა იქ არის, სადაც უსამართლობაა,” განაცხადა ერდოღანმა, წერს ვათანი

”ერდოღანი უახლოეს დღეებში თურქეთის ეროვნულ კოსმოსურ პროგრამას გამოაცხადებს”, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Vatan-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინდელი კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ამჟამად ყველანაირ პოლიტიკას პანდემიის შემდგომი დროისათვის ამზადებენ. ”ყველა სფეროში ჩვენ ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც თურქეთს ცივილიზაციისა და თანამედროვე განვითარების დონეზე დააყენებენ. მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ ჩვენი ეროვნული კოსმოსური პროგრამის პრეზენტაცია. იმედია, ძალიან ახლოსაა ის დრო, როდესაც კოსმოსში ჩვენი ქვეყნის დროშას ავაფრიალებთ. ჩვენ ამ პროგრამას საზოგადოებას უახლოეს დღეებში გავაცნობთ,” ხაზგასმით განაცხადა პრეზიდენტმა

Star-ი ეროვნული თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი ამბობს, რომ თურქეთი გააგრძელებს ნახშირწყალბადების ძიებას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და ამით კვიპროსელი თურქების უფლებებს დაიცავს.  მისივე თმით, საბერძნეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის პრობლემის გადასაჭრელად, თურქეთის მაგივრად ევროკავშირთან აწარმოებს მოლაპარაკებების, რაც ამ მოლაპარაკებების ჩიხში მოქცევის მთავარ მიზეზს წარმოადგენს

Yeni Şafak-ი, ოქტომბრის თვის სამრეწველო წარმოების ინდექსის მონაცემებს აქვეყნებს და მისი მიხედვით ეს ინდექსი ხსენებულ თვეში 1,1 პროცენტით  გაიზარდა, ხოლო წლიურმა ზრდამ კი 10,2 პროცენტი შეადგინა. აქვე თურქეთის. მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრის მუსტაფა ვარანკის განცხადებაა განთავსებული, რომელშიც ამბობს: “ოქტომბრის მონაცემების გამომქვეყნებელ ქვეყნებს შორის ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი თურქეთს აქვს. ჩვენი მიზანი ძალიან მკაფიოა, დამატებითი ღირებულების წარმოების გაფართოება და ამასთან მრეწველობაში ტექნოლოგიური და ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარება“.

Star-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში წარმოებულმა სამამულე ავტომობილმა Günsel/გუნსელ-მა, გლობალური საავტომობილო ბაზრის გამოფენაზე დიდი ყურადღება მიიპყრო, რამაც შესაბამისი გამოხმაურება ჰპოვა მსოფლიო მასმედიაშიც. “გიუნსელ“-ს მრავალი ქვეყნის, მათ შორის ბოსნიისა და ჰერცეგოვინის, კოლუმბიის, ბოლივიის, კატარის, მექსიკისა და აზერბაიჯანის მედიამ, "თურქული სამყაროს ავტომობილი" უწოდეს და დიდი ქება შეასხეს მას, წერს სტარის ეკონომიკური მიმომხილველი



მსგავსი ინფორმაციები