თურქული პრესა 10.12.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1542935
თურქული პრესა 10.12.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ესენბოღას აეროპორტში აზერბაიჯანში ვიზიტის წინ განცხადება გააკეთა. პრეზიდენტმა ერდოღანმა ევროკავშირის ლიდერების 10-11 დეკემბერ გასამართ სამიტთან დაკავშირებით განაცხადა: "თურქეთის წინააღმდეგ რაიმე სახის სანქციის გადაწყვტილება, თურქეთს ძალიან არ აინტერსებს".

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით თურქული წარმოების İHA/SİHA-ს (უპილოტო საფრენი აპარატი/შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი) წარმატება კვლავ გრძელდება საერთაშორისო ასპარეზზე. გერმანული პრესა თურქული შეიარაღებულ უპილოტო აპარატებზე წერს: "სანამ ჩვენ განვიხილავთ SİHA-ს აუცილებლობას, თურქეთმა შექმნა წარმატებული ტექნოლოგია. მათ ამ მხრივ ძალიან მაღალ ტექნიკურ დონეს მიაღწიეს ”და ”თურქული შეიარაღებული უპილოტო აპარატებით ისტორიაში პირველი SİHA-ს ომი ყარაბაღში მოხდა. მათ შეცვალეს ომის მსვლელობა. ”

ჯანდაცვის სამინისტროსა და Bioeksen R&D ტექნოლოგიების თანამშრომლობით შემუშავებული Kovid-19-ის დიაგნოსტიკური ნაკრები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაამტკიცა და გახდა სექტორის ერთ – ერთი წამყვანი კომპანია - წერს გაზეთი „საბაჰი“. ამით, პირველად თურქეთის ისტორიაში, სამედიცინო დიაგნოსტიკის ტექნოლოგია დამტკიცდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ხელმისაწვდომი გახდა მთელი მსოფლიოსთვის.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, ესქიშეჰირის რაიონ სეითგაზიში მდებარე „ეთიმადენის“ ობიექტზე, პირველად თურქეთში დაიწყო ლითიუმკარბონატის წარმოება. საპილოტე ქარხანაში მიზნად ისახავენ პირველ წელს 10 ტონა ლითიუმკარბონატის წარმოებას და შემდეგ სიმძლავრის 600 ტონამდე გაზრდას. „ეთიმადენის“ ტექნოლოგიის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა დერია მარაშლიოღლუმ განაცხადა, რომ პირველი წარმოებული ლითიუმკარბონატი არის იმ ლითიუმის ხარისხის, რომელიც გამოიყენება ადგილობრივ ელექტრომობილებში.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, თურქეთში უცხოელებზე საცხოვრებელი ფართის გაყიდვები, ფრენების განახლებიდან, აგვისტოდან, ყოველთვიურად იზრდება გასულ წელთან შედარებით. მიმდინარე წელს, გასული წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით 23.1 პროცენტით გაიზარდა. თურქეთში ყველაზე მეტი საცხოვრებელი შეიძინეს ერაყის, ირანის, რუსეთის, ავღანეთის, ყაზახეთის, ქუვეითის, ბრიტანეთის, გერმანიის, იორდანიის და აზერბაიჯანის მოქალაქეებმა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები