თურქული პრესა 09.12.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1542068
თურქული პრესა 09.12.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 86 წლის შემდეგ ხელმეორედ მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას,  მეჰმედ ოზჩაის მხრიდან შესრულებული ყურანის სურა, ალი იმრანის 159-ე და 160-ე აიათებით ამოტვიფრული კალიგრაფია უსახსოვრა.

გაზეი „Haber Türk“-ი მევლუთ ჩავუშოღლუს ევროკავშირის მიმართ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ:  საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ევროკავშირთან პრობლემების მოგვარება მხოლოდ დიალოგის და დიპლომატიის საშუალებით არის შესაძლებელი. მან ამის შესახებ გუშინ, ანკარაში თავის უნგრელ კოლეგა, პიტერ სიიარტოსთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ჩატარებული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

გაზეთი „Hürriyet“-ი კი ომერ ჩელიქის განცხადებებს უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა, საფრანგეთის მხრიდან მთიანი ყარაბაღის სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი ეს ქმედება ოკუპაციის აღიარება და გაერო-ს რეზოლუციების დარღვევაა.

გაზეთი „Star“-ის მიხედვით მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანქმა, გუშინ ანკარაში თურქეთ-უნგრეთის ერთობლივი შერეული ეკონომიკური კომისიის მე-8 შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ თურქეთი ინვესტიციებისთვის სანდო ქვეყანაა და უნგრელ ინვესტორებსაც ელიან თავიანთ ქვეყანაში.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ ანკარაში მდებარე  ორთადოღუს ტექნიკური უნივერსიტეტის თურქი მკვლევარების მიერ შემუშავებულმა გამოსხივების ტექნოლოგიამ წარმატებით შეასრულა მისია კოსმოსში და  დედამიწაზე დაბრუნდა.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები