თურქული პრესა 06.11.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1522868
თურქული პრესა 06.11.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ისინი განაგრძობენ მუშაობას დღე და ღამე, რათა თურქეთი მზად იყოს კატასტროფებისთვის. მან ასევე დასძინა, რომ იზმირში დაზარალებულთა ყველა საჭიროება დაკმაყოფილდა, ნანგრევების გაწმენდის სამუშაოები რაც შეიძლება მალე დასრულდება და მიწისძვრით დაზარალებულთათვის სახლების მშენებლობას ერთ თვეში დაიწყებენ.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, თურქეთ-კატარის უმაღლესი დონის სტრატეგიული კომიტეტის მეექვსე შეხვედრის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ანტალიაში მყოფი  მევლუთ ჩავუშოღლუ კატარელ კოლეგას, ალ სანის შეხვდა. შეხვედრასთან დაკავშირებლი შეფასება ჩავუშოღლუმ „თვითერი“-თ გააკეთა და აღნიშნა: "ჩვენ შევაფასეთ ნაბიჯები, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს შესანიშნავ ურთიერთობებს. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ ჩვენი შეთანხმება რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე".

გაზეთი „ჰირიეთი“ იუწყება, რომ ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა, ბერათ ალბაირაქმა, გუშინ საბურღი გემის „ფათიჰი“-ს მიერ ჭაბურღილ „თურქალი-1“-ში სამძებრო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: "მრავალ მოგზაურობს, ბევრ გამარჯვებას ვუსურვებ! ჩვენმა საბურღმა გემმა „ფათიჰ“-მა ჭაბურღილ „თურქალი 1“-ში  სამძებრო სამუშაოები დაიწყო. წარმატებებს გისურვებთ."

სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა ოქტომბერში კოვიდ-19-ის ეპიდემიის მანძილზე ყველაზე მაღალი მგზავრთა რაოდენობა მიიღო - წერს გაზეთი „საბაჰი“. აეროპორტმა, სადაც სექტემბერთან შედარებით მგზავრების რაოდენობა 6 პროცენტით გაიზარდა, ოქტომბერში 1 მილიონ 898 ათას 632 ადამიანს უმასპინძლა.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ თურქეთის პირველ შეიარაღებულ უპილოტო საზღვაო აპარატს (SİDA) დეკემბრის თვეში ზღვაში ჩაუშვებენ. პირველი SIDA- ს საცეცხლე ტესტები განხორციელდება 2021 წლის პირველ კვარტალში 4 ერთეული „Cirit“-ის და 2 ერთეული L-UMTAS სარაკეტო სისტემებით, რომლებიც მოწოდებულია სარაკეტო სისტემების ეროვნული მწარმოებლის Roketsan- ის მიერ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები