თურქული პრესა 03.11.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1520725
თურქული პრესა 03.11.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „YeniŞafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: იზმირში მომხდარი მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხლად გამოყვანილ 3 წლის ელიფ ფერინჩექის სასიხარულო ინფორმაციას პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც სოციალური ქსელის მეშვეობით ამ მესიჯით გამოეხმაურა: „შენი, შენი და-ძმების ელზემის, ეზელის, ინჯის და კიდევ მრავალის ცოცხლად დამბრუნებელ ღმერთს მადლობას ვუხდი. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ჩემო საყვარელო შვილო“.

გაზეთ „Sabah“-ის ინფორმაციით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხრიდან სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებუი ინფორმაციის თანახმად, თურქულმა საძიებო-ბურღვით გემ „ფათიჰმა“ Türkali-1 ჭაბურღილამდე მიაღწია და პირველი ჭაბურღილების გათხრები  უნდა დაიწყოს.  

გაზეთი „Vatan“-ი ბერათ ალბაირაქის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა თქვა: „ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციის გზაზე, რომელიც  მიზნად,  უფრო მეტ წარმოებას,  დასაქმებას და უფრო მეტ ექსპორტს ისახავს მიზნად.“ მისივე თქმით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8.3%-ით მეტი ექსპორტი განახორციელდა, რომელმაც 17,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ Turkish Cargo, რომელიც თურქეთის ავიახაზების (THY)  შვილობილი კომპანიაა, საერთაშირისო გადაზიდვების არეალში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს. Turkish Cargo, მიმდინარე წელს 36-ეჯერ გამართულ, საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების დაჯილდოებაზე კიდევ ერთხელ დასახელდა ევროპის საუკეთესო სატვირთო ავიაკომპანიად.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ  ოქტომბერში ანტალიაში 700 ათას 90 ტურისტი ჩამოვიდა. მიდმინარე წლის  10 თვის განმავლობაში კი 3 მილიონ  276 ათას 627 ტურისტი. წელს ანტალიაში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ჩამოვიდა (1 მილიონ 402 ათასი). მეორე ადგილზე კი უკრაინა გახლდათ. მიმდინარე წელის ოქტომბრის თვეში უკრაინიდან ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 41%-ით გაიზარდა და 102 ათასი შეადგინა.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები