თურქული პრესა 02.11.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1520125
თურქული პრესა 02.11.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვიდეოგზავნილი გააგზავნა ლიდერების სამიტზე, რომლის სახელწოდებაც გახლდათ "გენოციდი: გაკვეთილები სრებრენიციდან". ”ევროპელი მუსლიმები სისტემატურად განიცდიან დისკრიმინაციას და მათ ართმევენ მათ უფლებებსა და თავისუფლებას.”- განაცხადა ერდოღანმა.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰამი აქსოიმ, საბერძნეთის მიერ თურქეთის მხრიდან გამოცხადებულ „ნავტექს“-თან დაკავშირებულ განცხადებას უპასუხა. ”საბერძნეთის მაქსიმალისტურ ბრალდებებზე დაყრდნობით ყოველი „ნავტქსი“-ს გამოცხადების შემდეგ ჩვენი საქმიანობის წინააღმდეგ გამოსვლა, უშედეგო ძალისხმევაა. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე მისი უფლებების ფარგლებში თავის საქმიანობას რეგიონში. ”

საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, თურქეთის მხრადაჭერის კიდევ ერთხელ გამოსახატად ბაქოში ჩავიდა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა - წერს გზეთი „იენი შაფაკი“. ალიევმა აღნიშნა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი პასუხისმგებელი ომის გაგრძელებაზე და თქვა: ”სომხეთისთვის ყველაზე გონივრული ვარიანტია გამოაცხადოს დამარცხება, გაიყვანის ჯარები ჩვენი მიწიდან და პრობლემა მაგიდაზე მოაგვარდეს”.

გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ ენერგეტიკის ბაზრის მარეგულირებელ ორგანოს (EPDK) და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს (AERA) შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის პროტოკოლს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე ჰარმონიზებული მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნის მიზნით. პროტოკოლის თანახმად, ორივე ქვეყნის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე შეიქმნება თანმიმდევრული მარეგულირებელი ჩარჩო.

და ბოლოს, გაზეთ „საბაჰ“-ში მოყვანილია ჰოლივუდის ვარსკვლავის არმანდ ასანტეს განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს: „თურქეთმა მილიონობით დევნილი ადამიანის ტვირთი მხრებზე აიღო. მილიონობით დაჭრილი ადამიანი გულში ჩაიხუტა. თურქეთმა გაუხსნა კარი ლტოლვილებს საკუთარი სტაბილურობის საფრთხის რისკის ფასად.“


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები