თურქული პრესა 30.10.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1518565
თურქული პრესა 30.10.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გუშინ ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 97-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში გამართულ „ეროვნული ბრძოლა“ სახელწოდების გამოფენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მათი ქვეყნისათვის დასახული მიზნების მისაღწევად შესაბამის სამუშაოებს აგრძელებენ.

გაზეთი „Haber Türk“-ი პუტინის, ყარაბაღთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხის  მოგვარების მოლაპარაკებებში სხვა მრავალ ქვეყნებთან ერთად თურქეთიც  უნდა იყოს ჩართული.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა საფრანგეთის ქალაქ, ნიცაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ მსგავს ქმედებებს ისლამთან და მუსლიმანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ კომპანია,  Baykar-ის ტექნიკურმა დირექტორმა და თურქეთის ტექნიკური გუნდის ფონდის  (T3) სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, სელჩუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ კომპანია TUSAŞ-ის სახელით  ადგილობრივი წარმოების თვითმფრინავის ძრავის დიზაინი უკვე შეიმუშავეს.

გაზეთი „Star“-ი იტყობინება, რომ 29 ოქტომბრის, რესპუბლიკის დაარსების დღესთან დაკავშირებით, კომუნიკაციების დეპარტამენტის და კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ანტალიაში, ანტიკურ ქალაქ პატარის საბჭოს შენობაში, პრეზიდენტის სახელობის სიმფონიურმა ორკესტრმა გრანდიოზული „დიდი რესპუბლიკის კონცერტი“ გამართა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები