თურქული პრესა 29.10.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1517946
თურქული პრესა 29.10.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთი „ჰურიეთი“-თ, რომელიც წერს „მთელი თურქეთის გული დღეს რესპუბლიკისთვის სცემს. ყველა სახლში იქნება სადღესასწაულო სიხარული. მოქალაქეები ზეიმში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის დროშებით თავიანთი სახლის აივნებიდან. საღამოს მთელი თურქეთი  ერთხმად შეასრულებს ეროვნულ ჰიმნს“.

გაზეთ „საბაჰ“-ში მოყვანილია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება, რომელშიც ნათქვამია: ”ჩვენ ჩავშალეთ მათი გეგმები, ვინც აპირებდა ჩვენი მიწის დაყოფას და განაწილებას. ჩვენ ისევე მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ჩვენი მიზნების მიღეწვა, როგორც ჩვენი რესპუბლიკის დამფუძნებელმა ნებამ გადაარჩინა ეს ქვეყანა სხვების ოკუპაციისგან მათი გეგმების ჩაშლით... ჩვენ მთელი ძალით დავიცავთ ჩვენს რესპუბლიკას და ავაშენებთ ძლიერ მომავალს."

წლევანდელი რესპუბლიკის დღე ძალიან განსხვავებული გრძნობებით აღინიშნება - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ -19-ის პანდემიის გამო დისტანციური სოციალური ცხოვრებით ვცხოვრობთ და გავლენას ახდენს სადღესასწაულო პროგრამებზე, ნიღბების ქვეშ სახეები დღესასწაულის სიხარულს მაინც ატარებს. ექიმები, რომელთაც ათათურქი ენდობოდა და საკუთარი თავის მათთის ჩაბარება სურდა, აგრძელებენ ბრძოლას Kovid-19- ის წინააღმდეგ. მეგობარი და მოძმე ქვეყნის აზერბაიჯანის სომხეთის თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვას თურქეთი ყურადღებით აკვირდება. ეს მოვლენები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უნდა გავერთიანდეთ როგორც მწუხარებაში, ასევე სიხარულში.

გაზეთი „ვათანი“-ს თანახმად, თურქეთის ხმელთაშუა ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილებისა და რეგიონის საერთაშორისო პოპულარიზაციაში წვლილის შესატანად რესპუბლიკის დაარსების 97-ე წლისთავზე ხმელთაშუა ზღვაში 9 წერტილში, 9 ქალაქში 97 მყვინთავის წყალქვეშა აქტივობა ჩატარდება. ამ პროექტის ფარგლებში პირველი, კეკოვაში დიდი რესპუბლიკური კონცერტის პარალელურად ჩატარდება მყვინთავების წარმოდგენები და სინათლის შოუები. დიდი რესპუბლიკის კონცერტი და წყალქვეშა შოუები 29 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში გადაიცემა სატელევიზიო არხებით და პრეზიდენტისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის სოციალური ქსელის ანგარიშებით.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ განათლების სამინისტრო რესპუბლიკის დაარსები 97-ე წლისთავს მოსწავლეებთან ერთად თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) ეკრენებზე აღნიშნავს. 29 ოქტომბრის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით TRT- ზე მომზადდა გრძელვადიანი სამაუწყებლო პროგრამა, რომელიც ნათელს ჰფენს რესპუბლიკის როგორც ისტორიულ პროცესს და ასევე მომავალს. პროგრამაში ასევე მონაწილეობას მიიღებს მუსიკალური ჯგუფი "Jazzberry Tunes". ეროვნული განათლების მინისტრმა ზია სელჩუკმა ბავშვებს მოუწოდა: "თუ ყველა სახლი სკოლა გახდა, ყველა ოთახი კი საკლასო ოთახი... მაშინ ყველა ფანჯარაში დროშა აფრიალდეს, დღესასწაული დაიწყოს ..."


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები