თურქული პრესა 20.10.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1512347
თურქული პრესა 20.10.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთმა, ვიეტნამსა და კამბოჯას ქარიშხალის შედეგად დაღუპულების გამო, ამ ქვეყნის ხალხებს სამძიმარი გამოუცხადა. სამძიმრის წერილი საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. წერილში თურქეთი ასევე უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსაც მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ თურქეთმა, შავ ზღვაში ჯერ 320 შემდეგ კი  85 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი  იპოვა. ენერგეტიკის მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ საქარიას გაზის საბადოზე აღმოჩენილი ბუნებრივი გაზის წარმოების დასაწყებად 40-მდე ჭაბურღილი იქნება საჭირო. მისივე თქმთ, წარმოების 2023 წელს დაწყებისთვის შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყეს.

გაზეთი „Vatan“-ი ვაჭრობის მინისტრის განცხადებას  უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ვაჭრობის მინისტრმა რუჰსარ ფექჯანმა  განაცხადა, რომ არ არსებობს სექტორები და ქვეყნები, რომლებიც პანდემიით არ დაზარალდნენ. ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) მიერ 16 ოქტომბრის გამოქვეყნებული  ანგარიშის მიხედვით; 2020 წლი ჩინეთის  და სამხრეთ კორეის შემდეგ ყველაზე ნაკლები ზარალით თურქეთმა გადალახა.

გაზეთ „Star“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „თურქეთის ხელი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაძლიერდება“ და მასში ვკითხულობთ: სპეციალისტების მიერ გაკეთებული შეფასებებით, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში პრეზიდენტად ერსინ თათარის არჩევა და 46 წლის შემდეგ ქალაქ ვაროსიას (თურქულად მარაში), სანაპირო ზოლის გახსნა, რომელიც ადგილობრივების შემოსავალზე რეალურად აისახება, თურქეთის ამ რეგიონში გაძლიერებასაც შეუწობს ხელს.

გაზეთ „Sabah“-ის მიხედვით, მას შემდეგ, რაც თურქეთმა ბუნებრივი გაზის ახალი  მარაგები აღმოაჩინა,  სტამბოლის საფონდო ბირჟა (BIST) - ინდექსი 100, 1.209,47 ნიშნულიდან გაიხსნა და ბოლო 8 თვის რეკორდი დაამყარა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები