თურქული პრესა 09.10.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1505854
თურქული პრესა 09.10.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთ-აფრიკის ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას მთიანი ყარაბაღის საკითხს შეეხო და დასძინა: ”სომხეთის მოურიგებელი და თავგასული მოქმედებების გამო 30 წლის მანძილზე განგრენად გადაქცეული ამ საკითხის მოგვარება ოკუპაციის დასრულებაა”.

გაზეთი „ჰაბერთურქი“-ს თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ შეხვდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკოშ დენდიასს. ჩავუშოღლუმ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ისინი შეთანხმდნენ წინასწარი მოლაპარაკებების ჩატარების საკითხზე.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, ალპარსლან ბაირაქტარმა განაცხადა: "ჩვენ ალიაღასა და ჰათაი-დორთიოლში სისტემას ორი FSRU დავამატეთ (მცურავი LNG შენახვისა და გაზიფიცირების დანადგარები). მესამესთვის სამუშაოები საროსში მიმდინარეობს. იმედია შემდეგ წელს ის ჩვენს ინფრასტრუქტურას დაემატება." - წერს გაზეთი „საბაჰი“.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, გაზეთმა Financial Times-მა დაწერა, რომ თურქეთის შეიარაღებული უპილოტო საჰაერო აპარატები აშშ-ს, ისრაელის და ჩინეთის სერიოზული კონკურენტი გახდა. იქვე ასევე ნათქვამია: ”გაფართოებული თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება, თურქეთის იარაღის შესყიდვებში დასავლეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად და ეროვნული სიამაყის გამოსაცოცხლებლად თავდაცვის წარმოების გაზრდის 20 წლიანი მცდელობის შედეგია.“

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, „ალუბლის მარმარილო", რომელიც მსოფლიოში მხოლოდ თურქეთში ელაზიღის რაიონ ალაჯაქაიაში იწარმოება და თავისი ფერის გამო დიდ ყურადღებას იპყრობს, ექსპორტზე აშშ-ს, გერმანიისა და იტალიის თაოსნობით 45 ქვეყანაში გადის. ქარხნის ექსპორტის დირექტორმა სალიჰ ტუფანმა განაცხადა: "პროდუქციას, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ვგზავნით, გამოყენებულია ბევრ პრესტიჟულ პროექტში და კვლავ გამოიყენება. ამ ნაგებობებს სორის შედის ქააბას საფა-მერვეს გორაკები, მესჯიდი ჰარამი, სამეფო სასახლეები და თეთრი სახლი".


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები