თურქული პრესა 07.10.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1504257
თურქული პრესა 07.10.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მხრიდან მუსლიმების მიმართ გაკეთებული შეფასება, „ისლამი კრიზისშია,“ მკაცრად დაგმო და აღნიშნა, რომ ეს მიზანმიმართული  პროვოკაციაა. "ისლამის რესტრუქტურიზაციაზე ლაპარაკი არის თავხედობა და უხეშობა. შენ ვინ ხარ რომ ისლამის სტრუქტურირებაზე საუბრობ? ვინ მოგცა ამის უფლება?", აღნიშნა ერდოღანმა, წერს საბაჰი

Star-ი იუწყება, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ერსინ თათარმა გუშინ, სარემონტო სამუშაოების დასრულების კვალდაკვალ, საზეიმოდ გახსნეს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთიდან წყალმომარაგების მილსადენი. ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა თათარმა კვიპროსელ თურქებს ახარა, რომ ხუთშაბათიდან მოსახლეობისათვის გაიხსნება ქალაქ მარაშის სანაპირო ზოლი, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში დახურულ ზონას წარმოადგენდა. ერდოღანი მიესალმა ამ ფაქტს და ხაზი გაუსვა, რომ მხარს უჭერს გადაწყვეტილებას, რომ მარაშის სანაპირო ზოლი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. “ვიმედოვნებთ, რომ მარაში მალე სრულად გაიხსნება და ამ საქმეში ჩვენ მზად ვართ ყველანაირი დახმარება გავუწიოთ ჩრდილოეთ კვიპროსს და მის ხელისუფლებას," განაცხადა ერდოღანმა

Haber Türk-ი, საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს აზერბაიჯანში ვიზიტს აშუქებს და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების შესახებ გაკეთებულ მის განცხადებასაც უთმობს ადგილს. "აზერბაიჯანის არმიის მხრიდან შევიწროებულმა სომხეთმა დაიწყო მასიური თავდასხმები ფრონტის ხაზიდან საკმარისად დაშორებულ სამოქალაქო დასახლებებზე. ეს არის ომის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ეს არის სასოწარკვეთის ნიშანი, რომელშიც ერევანი ჩავარდა. ათწლეულების განმავლობაში მინსკის ჯგუფმა მხოლოდ სომხეთის სასარგებლოდ იმუშავა, ამიტომაც ყველა უნდა მიხვედრილიყო, რომ საქმე ბოლომდე ასე არ წავიდოდა და ბაქო ერთ დღეს  დაიბრუნებდა ოკუპირებულ მიწებს“, ხაზგასმით აღნიშნა ჩავუშოღლუმ

Hürriyet-ი, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, იბრაჰიმ ქალინის განცხადებას უთმობს ადგილს. მისი აზრით, საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა გამოავლინოს აზერბაიჯანის ტერიტორიების განთავისუფლების გრაფიკი, ხოლო ეუთოს მინსკის ჯგუფმა აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ამ საკითხში. “მაგრამ, თუ ეს ჯგუფი ისევ პასიურობას გამოიჩენს, მაშინ, მის მაგივრად უნდა ამოქმედდეს სხვა მექანიზმები და ალტერნატიული ინსტიტუტებიც უნდა ჩაირთოს ამ საკითხში,“ განახადა ქალინმა

”უკრაინა თურქეთისგან 48 ერთეული SİHA–ს ყიდვას გეგმავს”, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Vatan-ი და მასში ვკითხულობთ: უკრაინის იარაღით ვაჭრობის სახელმწიფო კომპანიის Ukrspetseskport–ის გენერალურმა დირექტორმა ვადიმ ნოზდრიამ განაცხადა, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან თურქული შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატის “Bayraktar TB2“, იგივე SİHA-ს ერთობლივი წარმოებით, ხოლო მანამდე კი ისინი აპირებენ 48 ერთეული SİHA-ს შეძენას



მსგავსი ინფორმაციები