თურქული პრესა 05.10.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1502767
თურქული პრესა 05.10.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მასში ნათქვამია: ”სირიიდან მთიან ყარაბაღში გადასროლილმა PKK-YPG ტერორისტებმა, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ მშვიდობიანი აზრებაიჯანელი მოსახლეობის მკვლელ სომეხ ტერორისტებთან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რეგიონი და დაუბრუნდნენ სირიას.”

Hürriyet-ი იუწყება, რომ თურქეთსა და საბერძნეთს შორის აღმოსალეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის კრიზისთან დაკავშირებით დღეისათვის დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში უნდა გამართულიყო, ორი ქვეყნის მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით გადაიდო. მხარეების მიერ პრესისათვის გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ შეხვედრა, ტექნიკური მიზეზების გამო მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში გადაიდო და იგი მომდევნო დღეებში აუცილებლად გაიმართება

”მწვავე რეაქცია თურქეთის მხრიდან საფრანგეთის მიმართ”, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Vatan-ი და მასში ვკითხულობთ: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოამზადა კანონ-პროექტი, რომელიც ისლამური რელიგიისადმი არასწორ მიდგომას შეიცავს და რომელიც მინისტრთა საბჭოს  დასამტკიცებლად 9 დეკემბერს წარედგინება. ამ კანონ-პროექტისადმი მკაცრი უარყოფითი რეაგირება მოახდინა ოფიციალურმა ანკარამ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”ისლამური რელიგიის არსი მშვიდობაა და არავის უფლება არ აქვს მისი არასწორი ინტერპრეტაცია და დამახინჯება. იმის გააზრება, რომ ისლამური რელიგიის განმანათლებლობის საბაბით საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმან ემიგრანტებს დაყოფენ “ევროპულ ისლამად“ ან ”ფრანგულ ისლამად”, ნიშნავს ჰუმანიტარული და იურიდიული მოსაზრებების საპირისპირო მიმართულებით მოქმედებას.“

Yeni Şafak-ი ეკონომიკურ გვერდზე წერს: უკვე წლებია რაც თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე დიარბექირის ოლქი ამარაგებს იტალიას არომატული  გამხმარი პომიდორით. “ორგანული პომიდორი, რომელიც არ შეიცავს ქიმიკატებს და მოჰყავთ დიარბაქირის ოლქში, იტალიაში გააქვთ. ასობით ჰექტარზე გაშენების, მოკრეფის და გაშრობის შემდეგ, ადგილობრივი ფერმერების მიერ მოყვანილი პომიდორი იტალიაში იგზავნება, სადაც იგი უკვე იტალიური სამზარეულოს შეუცვლელ პროდუქტს წარმოადგენს. თურქულ გამხმარ პომიდორს იტალიელები, სოუსის სახით იყენებენ სპაგეტებსა და პიცებში“, წერს იენი შაფაკი

Star-ი სპორტულ გვერდზე საფრანგეთის კლუბებში მოთამაშე თურქი ფეხბურთელების წარმატებას ეხება. საფრანგეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში გუშინ მე-6 ტურის მატჩები გაიმართა და მის ფარგლებში ლილემ 3-0 დაამარცხა რა სტრასბურგი, ორი გოლის ავტორები გახდნენ თურქი ფეხბურთელები, ბურაკ იილმაზი და ზექი ჩელიქი. ამით ლილემ მე-4 გამარჯვება მოიპოვა და  14 ქულით ლიდერობა განიმტკიცა



მსგავსი ინფორმაციები