თურქული პრესა 01.10.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1500682
თურქული პრესა 01.10.2020

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ევროკავშირის მთავარ ორგანოებს და წევრი ქვეყნების ლიდერებს სათითაო წერილი გაუგზავნა და მასში აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის პრობლემისადმი თურქეთის ხედვა, მიდგომა და ის რეკომენდაციები ჩამოთვალა, რომლებიც ხელს შეუწყობენ  პრობლემის დიალოგის გზით მოგვარებას

Hürriyet-ი, საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან, უფრო სწორედ,   სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი ამბობს: ”თუ აზერბაიჯანს პრობლემის მოგვარება ფრონტზე სურს, ჩვენ მას მორალურ-ზნეობრივ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ, რაც შეეხება პირდაპირ დახმარებას, აზერბაიჯანს ეს არ სურს, რადგან, მას იმ დონეზე აქვს განმტკიცებული სამხედრო შესაძლებლობა, რომ თავისუფლად შეუძლია გაანთავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები”

Sabah-ი იტყობინება, რომ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, სომხეთმა წამოაყენა ყალბი ბრალდებები თურქული ავიაციისა და შეიარაღებული უპილოტო საჰაერო საშუალებების საომარ ქმედებებში ჩარევის თაობაზე. ”ამით ისინი ჯერ ერთი ქმნიან შეხედულებას, თითქოსდა სომხეთი თურქეთს ებრძვის და არა აზერბაიჯანს, ხოლო მეორეს მხრივ თავიანთი უსუსურობის დამალვას ცდილობენ, ხოლო მესამის მხრივ ამით დასავლეთის დახმარების და მხარდაჭერის იმედს იჩენენ, როცა სინამდვილეში ეს ბრალდებები შავი პროპაგანდის გარდა არაფერს წარმოადგენენ.”

”თურქეთი, საავიაციო სფეროში, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის არის,” ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: ეს სიტყვები ეკუთვნის თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ადილ კარაისმაილოღლუს. "ჩვენი აეროპორტების რაოდენობა 2003 წელს თუ 26 იყო, ამჟამდ მან 56 მიაღწია. ასევე ჩვენ გავზარდეთ ფრენის სერვისებიც და ადრე თუ 2 ცენტრიდან 26 მიმართულებით იყო შიდა ხაზებზე, იგი 7 ცენტრიდან  56 მიმართულებამდე გავზარდეთ. ჩვენი საერთაშორისო ფრენები ადრე 50 ქვეყნის 60 ქალაქში ხორციელდებოდა, ახლა  127 ქვეყნის 329 ქალაქში ხორციელდება. ჩვენმა საერთო ინვესტიციებმა ამ სექტორის ბრუნვა 2,2 მილიარდი დოლარიდან 27,2 მილიარდ დოლარამდე გაზარდა და თურქეთმა ავიაციის სფეროში თავისი ადგილი დაიკავა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის,” განაცხადა მინისტრმა

Haber Türk-ი, მეტად საინტერესო ინფორმაციას ანთავსებს კულტურის გვერდზე. მისი მიხედვით, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს კოორდინაციით, დენიზლის ოლქის თავასის და ბეიაღაჯის რაიონებში ჩატარებული ზედაპირული კვლევების დროს, სპილოებისა და ჭიანჭველების ნაშთები აღმოაჩინეს, რომლებიც ამ მიდამოებში 9 მილიონი წლის წინ  ცხოვრობდნენ და ეს არის ანატოლიაში აღმოჩენილი ყველაზე უძველესი ცხოველური ნაშთები



მსგავსი ინფორმაციები