თურქული პრესა 30.09.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1499858
თურქული პრესა 30.09.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გუშინ, ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოს ეწვია და თქვა: ”აზერბაიჯანულ-სომხურ პრობლემას მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს. სომხეთმა თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიებიდან. სანამ ეს გაყვანა არ მოხდება, პრობლემა არ მოგვარდება. ასე რომ, ჩვენ გვინდა პრობლემის ძირეული და საბოლოო გადაჭრა.”

Sabah-ი იუწყება, რომ სომხეთის ბრალდებას და დეზინფორმაციას, თურქული F-16 მხრიდან რუსული SU-25 გამანადგურებლის  ჩამოგდების თაობაზე, მკაცრი რეაგირება მოჰყვა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ფაჰრეტინ ალთუნისგან. სოციალური ქსელით გავრელებულ განცხადებაში მან მკაცრად უარყო ეს ბრალდება და სომხების მორიგი დეზინფორმაცია უწოდა. ”ასეთი იაფი პროპაგანდისტული თამაშების ნაცვლად, სჯობს სომხეთმა რაც შეიძლება სწრაფად გაიყვანოს თავის ჯარები ოკუპირებული მიწებიდან,”აღნიშნავს ალთუნი

Haber Türk-ი, მთიანი ყარაბაღის თემაზე, თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრესსპიკერის, ომერ ჩელიქის მხრიდან გუშინ გავრელებულ განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი ამბობს, რომ ანკარა როგორც ყოველთვის, ახლაც სიმართლისა და სამართლის გვერდით, ე.ი. აზერბაიჯანის გვერდით იდგმება, რადგან, იგი ოკუპანტი სომხების მიერ ანექსირებული თავისი ტერიტორიების განთავისუფლებისათვის იბრძვის

"ჩვენ გვაქვს ახალი კარგი ამბავი", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Vatan-ში და მასში ვკითხულობთ: ეს სიტყვები ეკუთვნის თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელს ისმაილ დემირს. მისი თქმით, 100 პროცენტიანი თურქული წარმოების პირველმა საზღვაო საკრუიზო რაკეტამ Atmaca/ათმაჯამ, სერიული წარმოების წინ, უმძიმესი ტესტები წარმატებით გაიარა. "გუშინ, ამ რაკეტების ბოლო ტესტები წარმატებით დავასრულეთ და უახლოეს ხანებში მათ სერიულ წარმოებას დავიწყებთ," ხაზგასმით განაცხადა დემირმა, წერს ვათანი

Star-ის ეკონომიკური მიმოხილველი იუწყება, რომ გუშინ, სექტემბრის თვის ეკონომიკური ნდობის ინდექსი გამოქვეყნდა და მისი მიხედვით, წინა თვესთან შედარებით იგი 3.1 პროცენტით გაიზარდა რა, 88.5 ღირებულებას მიაღწია, რაც ეპიდემიის პირობებში მნიშვნელოვანი მიღწევაა



მსგავსი ინფორმაციები