თურქული პრესა 24.09.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1496427
თურქული პრესა 24.09.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა,  ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ტელეფონით ესაუბრა. კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრუს დროს, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე მოვლენები იქნა განხილული.

გაზეთი „Haber Türk“-ი ფათიჰ დონმეზის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა  ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ   მათი გათვლებით, შავ ზღვაში მოპოვებული გაზის ექსპლუატაციაში გადაცემა, დღევანდელი პირობებითაც კი იმპორტირებულ გაზზე უფრო იაფი ჯდება.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთის სტატისტიკის ორგანიზაციის მიერ განოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სამომხმარებლო ნდობის ინდექსი, სექტემბრის თვეში, აგვისტოს თვესთან შედარებით 3,2%-ით  გაიზარდა და 82-ს მიაღწია.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში თურქეთში წარმოებული ავტობუსების და  მიკროავტობუსების ექსპორტი 87 ქვეყანაში განხორციელდა, რომლის ღირებულებამაც 916 მილიონ 533 ათასი დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი ექსპორტი კი ევროპის ქვეყნებში განხორციელდა.

გაზეთი „Vatan“-ის მიხედვით დენიზლის ოლქის ჩივრილის რაიონში, ბეიჯესულთან ჰოიუღუში   მიმდინარე გათხრების დროს 4000 წლის წინანდელი  საამქრო აღმოაჩინეს.

 

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები