თურქული პრესა 02.09.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1483295
თურქული პრესა 02.09.2020

 

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yenişafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა  რ.თ. ერდოღანმა  გუშინ, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გაავრცელა. ერდოღანმა, ბეშთეფეს საპრეზიდენტო კომპლექსში გახსნა “2020-2021 წლების იუსტიციის სეზონი“ და აქ წარმოთქმულ სიტყვაში თქვა: ”დასავლელი იმპერიალისტები მთელი ისტორიის განმავლობაში ჩვენს პირისპირ აყენებენ საბერძნეთს, თვით კი მის უკან იმალებიან და ასე ცდილობენ რა საკუთარი საიდუმლო ამბიციების შესრულებას, ყველაზე დიდ უსამართლობას ჩადიან. ჩვენ უკვე დავიღალეთ ასეთი თამაშებით. საბერძნეთის სატყუარაზე წამოგება ჩვენთვის, ასეთი რეგიონალური და გლობალური ძალისთვის, მხოლოდ კომიკურს წარმოადგენს"

Star-ი, ანტალიის მახლობელ ბერძნულ კუნძულ მეისზე, ბერძენი სამხედროების გადასხმას აშუქებს და ამ თემაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას ანთავსებს: ”ჩვენ მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ბუნებრივი რესურსების მოლაპარაკებების მაგიდაზე მოგვარებას და ყველასათვის სამართლიანი წილის გადაცემას. თუ ათენი  გადააჭარბებს შეიარაღების ლიმიტს კუნძულ მეისზე, მაშინ, ამ საქმით მხოლოდ ისინი წააგებენ“, აღნიშნავს ჩავუშოღლუ, წერს სტარი

"ირონიული პასუხი ავსტრიას, პრეზიდენტის პრეს-სპიკერ ქალინისგან“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Vatan-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით გამოეპასუხა ავსტრიის ინტეგრაციის მინისტრ სუზანა რააბის უაზრო და კომიკურ განცხადებას, რომელშიც იგი ანკარას, ავსტრიაში მცხოვრები თურქების გამოყენებით ქვეყნის გაყოფაში სდებს ბრალს. "მხოლოდ ავსტრიის გაყოფა გვსურს?... რა სირცხვილია ...", ირონიულად ხაზს უსვამს ქალინი

Hürriyet-ი ინტერვიუს აქვეყნებს გერმანიის  ყოფილი პრემიერ მინისტრის ჰელმუტ კოლის ყოფილ მრჩეველთან, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრ, ამჟამად ჟურნალისტ ფრიდჰელმ ოსტთან, რომელიც ქებით მოიხსენიებს თურქეთის მხრიდან კორონავირუსის წინააღმდეგ ტურიზმის სექტორში განხორციელებულ ზომებს. ”თუ თურქეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს შევადარებთ გერმანიის ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვის სანაპირო კურორტებსა და მაიორკას, ვნახავთ, რომ ამ მხრივ თურქეთი მართლაც სამაგალითოს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსათვის”, ამბობს ოსტი

Sabah-ი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ საკურორტო ქალაქ ანტალიის აეროპორტში, ბოლო 1 თვეში, ე.ი. კორონავირუსის პერიოდში, 11 ათასი სამგზავრო თვითმფრინავი დაეშვა და მსოფლიოს 31 ქვეყნიდან 1 მილიონ 750 ათასი უცხოელი ტურისტი ჩამოიყვანა ამ ქალაქში



მსგავსი ინფორმაციები