თურქული პრესა 31.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1481899
თურქული პრესა 31.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გუშინ, 30 აგვისტოს, ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში გამარჯვების 98-ე წლისთავთან დაკავშირებით, დედაქალაქ ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ფაშა ათათურქის მავზოლეუმ-ანითკაბირში, მისი ხსოვნის ცერემონია გაიმართა და პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გვირგვინით შეამკო დიდი ბელადის მემორიალური საფლავი, რის შემდეგ ხელი მოაწერა ანითკაბირის საპატიო წიგნში ჩაწერილ ტექსტს, რომელშიც ეწერა: ”თურქეთი, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საკითხში, თავს არ მოუდრეკს მუქარებს, დაშინებას და შანტაჟს, არავის წინაშე არ დაიჩოქებს და არავის დაემორჩილება რა, გააგრძელებს საერთაშორისო სამართლისა და ორმხრივი შეთანხმებებიდან გამომდინარე თავისი უფლებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვას”

Sabah-ი, ეროვნული თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის გუშინდელ განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი თურქ ხალხს ულოცავს გამარჯვების 98-ე წლისთავს და ამბობს: ”გმირი თურქეთის შეიარაღებული ძალები, როგორც უწინ, დღესაც წარმატებით აგრძელებს სამშობლოს სუვერენიტეტისა და მის წმინდა საზღვრების, ჩვენი ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობების, ჩვენი საერთაშორისო უფლებების და ინტერესები დავას ნებისმიერ ფასად.”

“ერდოღანმა კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Vatan-ი და მასში ვკითხულობთ: გუშინ, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო თურქული ფირმა  Roketsan/როკეტსანის სატელიტების გამშვების, კოსმოსური სისტემებისა და მოწინავე ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის გახსნის ცერემონიაში და აქ წარმოთქმულ სიტყვაში კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია მიაწოდა თურქ ხალხს პირდაპირ ეთერში: "მინდა კიდევ ერთი კარგი სასიხარულო ინფორმაცია მოგცეთ. ჩვენ უკვე დავიწყეთ თხევადი საწვავის რაკეტების ძრავის ტექნოლოგიის პირველ კოსმოსურ კვლევები და ტესტები, რომელიც მთლიანად ეროვნული ძალებითაა დამზადებული და განვითარებული," ხასგასმით განაცხადა პრეზიდენტმა, წერს ვათანი

Star-ის მიხედვით კი, თურქეთის მიერ წარმოებული საკრუიზო რაკეტის, ATMACA/ათმაჯა-ს ტესტები წარმატებით დასრულდა და მისი სერიული წარმოებისათვის უკუთვლა დაიწყო, რის შესახებაც გუშინ განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა: 'ჩვენ ვართ მსოფლიოს რიგით მეხუთე ქვეყანა, რომელმაც  წარმატებით დაამზადა 100%-იანი ეროვნული წარმოების საზღვაო რაკეტა და ამ წლის ბოლოს მისი სერიული წარმოებით დავიწყებთ საზღვაო ფლოტის არსენალის გამდიდრებას“, აღნიშნა ერდოღანმა

Haber Türk-ი სპორტულ გვერდზე, თურქეთის ყველაზე წარმატებული მოტომრბოლელის, Red Bull-ის თურქი პილოტის, აიჰანჯან გუვენის მორიგ წარმატებას ეხება და წერს, რომ მან “Porsche Mobil 1 Supercup 2020“ მეშვიდე რბოლა, რომელიც ბელგიაში გაიმართა, წარმატებით დაასრულა, პირველ ადგილზე გავიდა და კიდევ ერთი ჩემპიონობა მოიპოვა



მსგავსი ინფორმაციები