თურქული პრესა 28.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1480552
თურქული პრესა 28.08.2020

 

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის დიდი ეროვნული პარლამენტის თავჯდომარე მუსტაფა შენტოპი გუშინ,  ლიბიის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ხალიდ ალ-მიშრის შეხვდა და მასთან საუბარში თქვა, რომ ლიბიაში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფოების შეიარაღებული დაჯგუფებები და ადგილობრივი მეამბოხეები არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ საერთაშორისო სამართლისა და გაეროს რეზოლუციებს, პირიქით, მათ პატივი უნდა სცენ კანონებს და სცნონ გაეროს მიერ ლეგიტიმურად აღიარებული მთავრობა, როცა ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საფრანგეთი და სხვები, ლიბიის ლეგიტიმურ მთავრობას და მის გადაწყვეტილებებს არაფრად აგდებენ რა, მეამბოხეების გვერდით დგანან და ყველანაირ დახმარებას უჩენენ

Haber Türk-ი, ეროვნული თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის გუშინდელ პრეს-კონფერენციას აშუქებს და წერს, რომ მან ყველაზე დიდი ყურადღება საბერძნეთთან, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში წარმოქმნილ დაძაბულობას და მისი განმუხტვის მცდელობებს  დაუთმო. "ჩვენ გვსურს პრობლემა მოგვარდეს დიალოგის გზით, ყველაფერს ნათლად და გასაგებად ვაცხადებთ, ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ჩვენი უფლებების და ეროვნული ინტერესების დაცვა საერთაშორისო კანონების ფარგლებში“, აღნიშნა მინისტრმა, წერს ჰაბერთურქი

Sabah-ი იუწყება, რომ მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრი მუსტაფა ვარანკი გუშინ, უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრს და სტრატეგიული ინდუსტრიების მინისტრ ოლეგ ურუსკის შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივად გამართულ პრეს-კონფერენციაზე თურქმა მინისტრმა თქვა: ”ჩვენ ამჟამად,  ჩვენი მხრიდან წარმოებულ უპილოტო საფრენ აპარატებს SİHA-ს, რომლებითაც  აღფრთოვანებული მთელი მსოფლიო, ვაწვდით უკრაინას. მაგრამ ორი ქვეყნის ურთიერთობები და თანამშრომლობა ამით არ ამოიწურება, ჩვენ უკვე შევთანხმდით და ვამზადებთ მჭიდრო და აქტიური ურთიერთთანამშრომლობის ახალ კონცეპციებს როგორც სამოქალაქო, ასევე თავდაცვის სფეროშიც“, ხაზგასმით განაცხადა ვარანქმა

Vatan-ის ცნობით, თურქულმა სეისმურმა გემმა სახელწოდებით Oruç Reis-მა, რომელიც ენერგორესურსების სადაზვერვო და საძიებო სამუშაოებს აგრძელებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, გუშინ ახლიდან გამოაცხადა NAVTEX-ი (საზღვაო განცხადება) და ამით საძიებო სამუშაოების 1 სექტემბრამდე გაგრძელების შესახებ მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას აცნობა


”გიგანტური საკრუიზო გემები გეზს თურქეთისკენ იღებენ“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Star-ი ეკონომიკის გვერდზე და მასში ვკითხულობთ: პანდემიის მიუხედავად თურქეთში საკრუიზო ტურიზმის გამოცოცხლება დაიწყო და ისინი იმედით უყურებენ მომავალს. როგორც განაცხადა გლობალური ინვესტიციების ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ მეჰმეთ ქუთმანმა, საკრუიზო კომპანიები კვლავაც აგრძელებენ თურქეთში  ადგილების დაჯავშნას 2021 წლისთვის, რაც მათ მხნეობას და ძალას მატებთ



მსგავსი ინფორმაციები