თურქული პრესა 27.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1479925
თურქული პრესა 27.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი გუშინ, მუშის ოლქის მალაზგირტის რაიონში, თურქების ბიზანტიელებზე გამარჯვების 949 წლისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო პროგრამაზე გამოვიდა სიტყვით და შეეხო რა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში შექმნილ დაძაბულ ვითარებას თქვა: “ჩვენ, როგორც ყოველთვის, ახლაც მართლები ვართ, ჩვენი სამშობლოს ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ შავ, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებში." მისივე თქმით, ამ უფლებებისა და ინტერესების დასაცავად გადაწყვეტილი აქვთ გააკეთონ ყველაფერი, რაც აუცილებელია პოლიტიკის, ეკონომიკისა და სამხედრო თვალსაზრისით, ხოლო მეტოქეებს კი კიდევ ერთხელ ურჩიათ, თავი შეიკავონ შეცდომების დაშვებისგან

"3 დღეში 100 ათასი ტურისტი ჩავიდა ანტალიაში", ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Haber Türk-ი და მასში ვკითხულობთ: გასული 3 დღის განმავლობაში 510 თვითმფრინავით, 100 ათასი უცხოელი ტურისტი ჩამოვიდა ანტალიაში, სადაც ტურიზმი ხელახლა გამოცოცხლდა. "პანდემიის პირობებში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია. წლის დასაწყისიდან ანტალიას საერთაშორისო ხაზებით სულ 1 მილიონ 300 ათასი უცხოელი ტურისტი ეწვია და ამ მაჩვენებლის თითქმის ნახევარი მხოლოდ აგვისტოში ჩამოვიდა“ განაცხადა ანტალიის აეროპორტის გენერალურმა მენეჯერმა დენიზ ვაროლმა

Vatan-ი ინტერვიუს აქვეყნებს რუსეთის ვერტმფრენების აღმასრულებელ დირექტორ ანდრეი ბოგინსკისთან, რომლის თქმითაც, ისინი ვერტმფრენებისა და მისი სათადარიგო ნაწილების წარმოებაში მზად არიან თურქეთთან თანამშრომლობისათვის. ”საკითხი ეხება ბაზრის მდგომარეობას და პროდუქციის მომავალს. ჩვენ მზად ვართ ანკარასთან განვიხილოთ თანამშრომლობა ამ სფეროში,” ხაზგასმით განაცხადა ბოგინსკიმ, წერს ვათანი

Star-ი ეკონომიკურ გვრდზე იუწყება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) სტრატეგიის, პოლიტიკისა და მიმოხილვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა თურქი ეკონომისტი ჯეილა ფაზარბაშიოღლუ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაზარბაშიოღლუ ახალ თანამდებობას 15 სექტემბერს ჩაიბარებს და შეუდგება მოვალეობის შესრულება

Sabah-ის ცნობით, ანკარა-სტამბოლს შორის მდებარე ესკიშეჰირის ოლქის სეითგაზის რაიონში მდებარე სოფელ ქულლუობას გათხრებისას, სადაც არქეოლოგიური სამუშაოები 1996 წლიდან მიმდინარეობს, ქვისგან დამზადებული 5 ათასი წლის წინანდელი საღებავის პალიტრა აღმოაჩინეს. უკვე დადგენილია, რომ ამ საღებავის პალიტრას, თიხის ქოთნების და სხვა მასალების შესაღებად ხმარობდნენ



მსგავსი ინფორმაციები