თურქული პრესა 18.08.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1474754
თურქული პრესა 18.08.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ:  თურქეთი, დამოუკიდებელი ენერგეტიკის პროექტის ფარგლებში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. ადგილობრივი წარმოების პირველი მზის პანელის  ინტეგრირებული ქარხანა 19 აგვისტოს დედაქალაქ ანკარაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიხსნება. მზის პანელის წარმოების წლიური მოცულობა  500 მეგავატი იქნება. იგი ევროპაშიც ერთადერთია.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება.რომ თურქეთი, სეისმური სამუშაოების გახშირების ფარგლებში  ფათიჰის და იავუზის შემდეგ ახლა კანონის სახელწოდების გემის გაგზავნას აპირებს ხმელთაშუა ზღვაში. გემი, რომელიც ამჟამად მერსინში, ნატო-ს პორტში ტექნიკურ შემოწმებებს და შესაბამის პროცედურებს გადის, უახლოეს ხანებში გაუშვებენ.  გემს 11 ათას 400 მეტრ სიღრმეში შეუძლია სეისმური კვლევების ჩატარება.

„7 თურქული კომპანია თავდაცვის გიგანტებს შორის“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიებმა ბოლო დროს ნახული შემოსავლებით საერთაშორისო არენაზე საკუთარი თავი დაიმკვიდრეს. ამერიკულ ჟურნალ „Defense News“-ის მიერ ყოველლიურად გამოქვეყნებული მსოფლიოში წამყვანი თავდაცვის კომპანიების ტოპ 100-ში თურქული კომპანიების რიცხვი წელს 5-დან 7-მდე გაიზარდა.

გაზეთ „Haber Türk“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: „ემბერ ჰერდი სტამბულის ტურნეს აგრძელებს“ და მასში ვკითხულობთ: ცნობილი ამერიკელი  მსახიობი და მოდელი ემბერ ჰერდი, რომელიც ახლახან სტამბოლში ჩავიდა, ტურნეს აგრძელებს. მან ადრე აია-სოფიას მეჩეთში და სულეიმანიეს მეჩეთში გადაღებული ფოტოები სოცოალურ ქსელში „შემიყვარდა ეს ქალაქი“ ქვესათაურით გამოაქვეყნა, რასაც მისი თაყვანისმცემლებისგან დიდი მოწონება მოჰყვა.

გაზეთი „Vatan“-ის ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთში ივლისის თვეში, საცხოვრებელი ბინების გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ივლისის თვეში, საცხოვრებელი ბინების გაყიდვები თურქეთში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  124,3%-ით გაიზარდა და  229 357 ათასს მიაღწია. ეს კი ყველა დროის რეკორდული  მაჩვენებელია.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები