თურქული პრესა 17.08.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1474131
თურქული პრესა 17.08.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ნოემბრის არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის 16 იანვარს New York Times- ისთვის მიცემული ინტერვიუს ინტერნეტში ახლად გავრცელებულმა კადრებმა, სადაც თურქეთის შესახებ საუბრობს, დებატები გამოივია. პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰამ ქალინმა სკანდალურ სიტყვებზე მწვავე რეაქცია გამოხატა და დასძინა:  "ბაიდენის თურქეთის ანალიზი სუფთა უმეცრებას, ქედმაღლობასა და თვალთმაქცობას ემყარება."

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, თურქეთმა ახალი NAVTEX-ი გამოაცხადა გემისთვის Yavuz-ი, რომელიც დიდი ხანია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ახორციელებს საქმიანობას.  აღნიშნული NAVTEX– ი Yavuz– ის საქმიანობის პერიოდს იმ ტერიტორიზე, სადაც ის ამჟამად მუშაობს, 15 სექტემბრამდე აგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბურღი გემი Yavuz გააგრძელებს ნახშირწყალბადების საძიებო სამუშაოებს კვიპროსის ღია წყლებში. Navtex– ის განცხადებაში ნათქვამია, რომ „მკაცრად არის რეკომენდირებული სამუშაო სივრცეში არ შესვლა.“

საფრანგეთსა და კვიპროსის ბერძნული მხარის მმართველობას შორის „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას“ მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა თურქეთში- წერს გაზეთი „ჰურიეთი“.  ფრეგატი TCG Kemalreis-ი, რომელმაც განდევნა ბერძნულ ფრეგატი Limnos-ი, რომელიც ცდილობდა Oruç Reis- ს შევიწროებას, ამჯერად კვიპაროსის აღმოსავლეთით სამეცნიერო გემ Barbaros Hayrettin Paşa-ს დაცვას დაიწყებს.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, საფრანგეთმა, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთს უჭერს მხარს და ევროპას  აიძულებს თურქეთის წინაღმდეგ გაერთიანდეს, მოკავშირეებისგან ის ვერ მიიღი, რაც სურდა. საფრანგეთიც და საბერძნეთიც მარტო დარჩნენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირს თურქეთის დამგმობი გადაწყვეტილებაც კი ვერ მიაღებინა, საბრძოლო გემებით მისი შოუ, გერმანიის “Not ettik” შენიშვნით დასრულდა.

გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ვაჭრობის მინისტრის რუჰსარ ფექჯანის თავმჯდომარეობით მრჩეველთა საბჭოს მე -16 სხდომა ვიდეო კონფერენციის მეთოდით ჩატარდა. „ჩვენ ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ინდუსტრიული წარმოების ინდექსის 17.6 პროცენტიანი ზრდით. პირველ კვარტალში ჩვენ G-20 ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ვართ 4 ნახევარ პროცენტიანი ზრდით ” - განაცხადა მინისტრმა ფექჯანმა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები