თურქული პრესა 07.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1468581
თურქული პრესა 07.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, ლიბიაში ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ გუშინ განცხადება გაავრცელა და თქვა: ”მართალია ლიბიაში ჯერ ჯერობით სიმშვიდეა, მაგრამ, პრობლემა არ არის მოგვარებული, პირიქით, რთული ვითარებაა, ამიტომაც თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, რამეთუ მოლაპარაკებების მაგიდას ყოველთვის მეამბოხე გენერალი ტოვებს და მას შეუძლია ყოველ წუთს მოახდინოს თავდასხმა“

Sabah-ი იუწყება, რომ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტტინ ქოჯამ სოციალურ მედიაში, ბრიტანული ტელეარხ Sky-ს მიერ ჩვენებული ვიდეო რგოლი განათავსა, რომელშიც დიდად აქებენ თურქეთის კოვიდ-19 ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლას. ვიდეოში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთის სამედიცინო ეკიპაჟები დეტექტივებივით მუშაობენ, სწრაფად პოულობენ დაავადების წყაროს, რის საფუძველზეც ხდება ადრეული და ინტენსიური ჩარევა და წარმატებული მკურნალობა

Haber Türk-ი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ ავტომობილების ექსპორტი ივნისთან შედარებით 9 პროცენტით გაიზარდა. თურქეთის საავტომობილო მრეწველობამ ივლისში ექსპორტი ივნისთან შედარებით 9,2%-ით გაზარდა. ასე რომ, ივნისში თუ 2 მილიარდ 16 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ეს ციფრი ივლისში 2 მილიარდ 201 მილიონ დოლარამდე გაიზარდა

"Rollic-ი Zynga-ს 168 მილიონ დოლარად მიეყიდა", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Vatan-ში და მასში ვკითხულობთ: სტამბოლში მოქმედი მობილური თამაშების კომპანია Rollic Games-ი, ამერიკულ ფირმა Zynga-ს, 168 მილიონ დოლარად მიეყიდა. ამავე Zynga–მ, თურქული თამაშების კომპანია Peak Games-ი კი ივნისში 1,8 მილიარდ დოლარად შეისყიდა

Star-ი სპორტულ გვერდზე იუწყება, რომ თურქეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი ჩაღლარ სოიუნჯუ, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე Leicester City/ლესტერ სიტიში წარმატებით თამაშობს, ესპანეთის განთქმულ კლუბ ბარსელონაში გადადის და ამის შესახებ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს რა, უახლოეს ხანებში შესაბამისი ხელშეკრულებაც გაფორმდება



მსგავსი ინფორმაციები