თურქული პრესა 04.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1466591
თურქული პრესა 04.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის დიდი ეროვნული პარლამენტის თავჯდომარე მუსტაფა შენთოპი ტელეფონით დაუკავშირდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგა საჰიბა გაფაროვას და საბაირამო მილოცვების შემდეგ აზერბაიჯან-სომხეთის დაძაბული ურთიერთობები განიხილეს რა, შენთოფმა აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველანაირ მხარდაჭერას აზერბაიჯანისადმი და სომხეთს თავისი მზაკვრული გეგმების განხორხიელების უფლებას არ მისცემენ

Vatan-ი, ამერიკულ გაზეთ  The Wall Street Journal-დან გადმოთარგმნილ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც თურქეთის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის სტრატეგიას აშუქებენ და წერენ, რომ რეგიონში ახალი და ძლიერი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ანკარამ. სტატიის თანახმად, დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვონ თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ენერგიის წარმოება-გასაღების საკითხში, მაგრამ, ანკარა, სწრაფად განხორციელებული სტრატეგიით მსოფლიოს უჩვენებს, რომ დასავლეთის ეს გეგმები თურქეთის მტკიცე კატეგორიულობისა და მისი მონაწილეობის გარეშე ვერ შესრულდება

“ევროკავშირი მოერიდება თურქეთთან კონფლიქტს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Yeni Şafak-ში და მასში ვკითხულობთ: საბერძნეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ევანგელოს აპოსტოლაკისმა ხაზი გაუსვა რა თურქეთის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას, თქვა, რომ ევროკავშირი საბერძნეთის ნაცვლად უპირატესობას თურქეთს მიანიჭებს. მისივე აზრით, რეჯეპ თაიპ ერდოღანი ძლიერი ლიდერია და მისი ხელმძღვანელობით თურქეთი სერიოზული რეგიონალური ძალა გახდა. "თურქეთი უკვე მონაწილეობას იღებს ყველანაირ გეოპოლიტიკურ პლატფორმაში და განიხილება, როგორც სერიოზული მოთამაშე," განაცხადა ბერძენმა პოლიტიკოსმა, წერს იენი შაფაქი

Haber Türk-ი ეკონომიკურ გვერდზე წერს, რომ კორონავირუსის მძიმე შედეგების მიუხედავად, თურქეთის ეკონომიკამ სწრაფი აღდგენა-გამოცოცხლება დაიწყო. ამ წლის პირველ ნახევარში, მარტო სტამბოლში საცხოვრებელი სახლების გაყიდვები 16 პროცენტამდე გაიზარდა და 106 ათასს მიაღწია, ხოლო ავტომანქანები გაყიდვები კი მთელს თურქეთში 203 ათასამდე გაიზარდა, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი 156 ათასამდე იყო. გარდა ამისა, სტამბოლში ახლად დაარსებული კომპანიების რიცხვი 30 ათასამდე გაიზარდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 პროცენტით მეტია



მსგავსი ინფორმაციები