თურქული პრესა 30.07.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1464419
თურქული პრესა 30.07.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება, თურქეთის სუვერენული უფლებაა. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებუს უფლება, მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის უწყებებს შეუძლიათ და მიღებულ გადაწყვეტილებას ყველამ უნდა სცეს პატივი.  

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მტკიცე ნაბიჯებით იდლიბში სტაბულურობა დამყარდა. ადგილობრივები კი გადაღებული ვიდეოჩანაწერებით, თურქეთის და თურქი ჯარისკაცების მიმართ მადლიერებას გამოხატავენ.  ისინი ვიდეოჩანაწერებში აცხადებენ, რომ თურქი ჯარისკაცები მათი ოჯახების განუყოფელ ნაწილად იქცნენ რა, ამაში მთავარი წვლილის შემტან პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც მადლობას უხდიან.

გაზეთი „Hürriyet“-ის თანახმად, გერმანული ტურისტული ჟურნალი „Touristik Aktuell”-ი თურქეთის მიმართ გამოქვეყნებულ სტატიაში ამ ქვეყნის მხრიდან, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) მიმართ გატარებულ პრევენციებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ანკარამ ამ მხრივ წარმატებული პოლიტიკა წარმართა.

„სუმელას მონასტერის პოპულარიზაციისათვის ვებგვერდი მომზადდა"  ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტმა სუმელას მონასტერის პოპულარიზაციისათვის „ანატოლიის ფარული ძეგლები ჩნდება“ სახელწოდების ვებგვერდი მოამზადა, რომელშიც სუმელას მონასტერის სარესტავრაციო  სამუშაოები და მისი დასრულების შემდეგ გადაღებული ვიდეორგოლები და ფოტოებია ატვირთული.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 350  მეცნიერის  მონაწილებით ჩატარებული 6G კვლევებში სამი თურქი მეცნიერიც მონაწილეობს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები