თურქული პრესა 27.07.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1462290
თურქული პრესა 27.07.2020

 

 

 

 

 

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა გუშინ, მონაწილეობა მიიღო ეროვნული სადაზვერვო სამსახურის სტამბოლის რეგიონალური დეპარტამენტისათვის განკუთვნილი ახალი სამსახურის შენობის გახსნის ცერემონიაში და აქ წარმოთქმულ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა რა აია სოფიის ღვთისმსახურებისათვის გახსნაზე, თქვა: "ამქვეყნად არიან ისეთებიც, რომლებიც ვერ იტანენ და ვერ ინელებენ სტამბოლის თურქეთის მიწად ყოფნას."

Vatan-ი იუწყება, რომ 24 ივლისს, სტამბოლის აია სოფიის მუზეუმის მეჩეთად გადაქცევის დღეს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში თურქეთის სახელმწიფო დროშის დაწვას მკაცრი უარყოფითი რეაგირება მოჰყვა თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. ”ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ათენს, რომ ასეთი და მსგავსი პროვოკაციები და შეურაცხყოფები ანკარის მიმართ დაუყოვნებლივ დასრულდეს. ის ბინძური ხელები, რომლებიც ჩვენი დიდებული დროშის მიმართ გაიწევა, მოტეხილ იქნება”, ნათქვამია ეროვნული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სოციალურ ქსელ Twitter–ით გავრცელებულ მესიჯში, წერს ვათანი

Haber Türk-ი ეკონომიკურ გვერდზე წერს, რომ პანდემიის პროცესში ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი თურქეთიდან უცხოეთში,  45 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ განაცხადა ეგეოსის რეგიონის ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციამ. მისი მონაცემებით, ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 45 პროცენტით გაიზარდა და  თანხის სახით 137 მილიონ დოლარს მიაღწია. ”წელს, ჩვენ გავტეხეთ რეკორდი ალუბლის ექსპორტში და შემოსავლის სახით 212 მილიონი დოლარის მოგება მივიღეთ,” - ხაზგასმულია ეგეოსის რეგიონის ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის განცხადებაში

“თურქეთ-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აგვისტოდან აღსდგება“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: ”ფრენების ხელახლა დაწყებას რუსეთსა და თურქეთს შორის, განსაკუთრებით ორივე მხარის ტურიზმის სფერო გაახარა. რუსეთის ტურიზმის ინდუსტრიის ოფიციალური პირები, რომლებიც მიესალმნენ გადაწყვეტილებას თურქეთსა და რუსეთს შორის ფრენების განახლებას, აცხადებენ რომ თურქეთის ხაზებზე ბილეთების შეკვეთები 5–ჯერ გაიზარდა

Hürriyet-ი, თურქეთის  კულტურისა და ტურიზმის მინისტრის პირველი მოადგილის, ნადირ ალფარსლანის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ამბობს, რომ თურქული ჯანდაცვის სადაზღვევო სერვისების მიმართ დიდ დაინტერესებას იჩენენ უცხოელი ტურისტები, რადგან იგი კოვიდ-19 დაინფიცირებულების მკურნალობასაც შეიცავს. ალფარსლანის განცხადებით, უცხოელ ტურისტებს შეუძლიათ თურქული სადაზღვევო პაკეტის შეძენა ონლაინ და ტურ ოპერატორების საშუალებით,  საპასპორტო კონტროლის წინ, აეროპორტებში, შეთანხმებული ავიაკომპანიების სალაროებში



მსგავსი ინფორმაციები