თურქული პრესა  24.07.2020

თურქული პრესის  მოკლე მიმოხილვა

1461059
თურქული პრესა  24.07.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც თურქეთის მხრიდან საფრანგეთისადმი გაცემულ მკაცრ პასუხზეა ყურადღება გამახვულებული და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული განცხადების თანახმად საფრანგეთი მისი ყველა არასწორი ნაბიჯით, კარგავს შანსს, წვლილი შეიტანოს მის ნეიტრალიტეტსა და სტაბილურობაში აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში. ამავე განცხადებით, საფრანგეთმა უნდა შეაჩეროს საკუთარი თავის  გიგანტურ სარკეში დანახვა და რეალობას თვალი გაუსწოროს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იბრაჰიმ ქალინის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში მოპოვებული ბუნებრივი სიმდიდრეების თანაბრად გადანაწილება სურთ და ამისათვის მხოლოდ საკუთარი უფლებებს იცავენ. ამიტომ მუქარის ან კიდევ სანქციების შემცველი განცხადებები მათთვის მიუღებელია.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ გუშინ, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 86 წლის შემდეგ მუსლიმური ღვთისმსახურებისთვის გასახსნელი აია-სოფიაში მიმდინარე მოვლენები ადგილზე მისვლით შეამოწმა. ერდოღანის იქ ყოფნის დროს  აია-სოფიას ახალი სახელწოდების ნიშანი,  („აია-სოფია-ი ქებირ ჯამი-ი შერიფი“-ს)  ამსახველი  ნიშნანიც გააკრეს.

„აია-სოფიას საპატივცემულოდ სპეციალური მონეტა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: ხაზინის და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქმა განაცხადა, რომ აია-სოფიას მეჩეთად გახსნის თაობაზე ეროვნული  ბანკი  სპეციალური მონეტას დაბეჭდავს.

გაზეთი „Habertürk“-ი იუწყება, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, სომხეთის მხრიდან მათდამი განხორციელებული თავდასხმების გამო, თურქეთის მთავრობას და თურქ ხალხს თანადგომისათვის მადლობას უხდის.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები