თურქული პრესა 07.07.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1450331
თურქული პრესა 07.07.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ჩავუშოღლუს მხრიდან ევროკავშირის მიმართ გზავნილზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევა თუ ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს მიიღებს, ანკარა აუცილებლად გასცემს შესაბამის პასუხს. ჩავუშოღლუმ ამის შესახებ გუშინ ანკარაში,  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელისთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

გაზეთი „Vatan“-ი ინგლისური გამოცემა Financial Times-ი პარიზის მხრიდან, ანკარის მიმართ ბრალდებებს უთმობს ადგილს და აღნიშნავს: ინგლისური გამოცემა Financial Times-ი ლიბიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ თურქეთის მხრიდან ამ ქვეყანაში გატარებულმა პოლიტიკამ კატასტროფის თავიდან აცილებას შეუწყო ხელი. გამოცემა პარიზის მხრიდან ანკარის მიმართ ბრალდებებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამის ერთადერთი მიზეზი, საფრანგეთის, ხუნტა ხალიფა ხაფთართან მჭიდრო კავშირებია.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ გერმანიის ტურიზმის პასუხისმგებელმა პირმა ტომას ბარეიმმა განაცხადა, რომ კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო თურქეთთან შეწყვეტილი მგზავრობა უმოკლეს ხანებში გაუქმდება.

გაზეთი „Star“-ი თურქეთის ავეჯის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე მუსტაფა ბალჯის განცხადებას  უთმობს ადგილს, რომელშიც იგი  იუწყება: „ჩვენი ახალი მიზანი, ამერიკის ქვეყნების ბაზრის ათვისება  გახლავთ. გასულ წელს ამერიკის ქვეყნებში 200 მილიონი დოლარის ექსპორტი განვახორციელეთ რა, ამ რიცხვის 1 მილიარდამდე გაზრდას ვაპირებთ“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველოს (NASA) მიერ გადაღებული და „ანკარა, თურქეთის გული“ სახელწოდებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა  ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები