თურქული პრესა 03.07.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1448105
თურქული პრესა 03.07.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის კატარში ვიზიტზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ გუშინ,  პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით კატარში ჩავიდა სადაც ამ ქვეყნის ემირ, შეიხ თემიმ ბინ ჰამედ ალ სანის შეხვდა. 

გაზეთი „Haber Türk“-ი ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ:  საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ,  გერმანიაში თავის კოლეგა, ჰეიკო მასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან, თურქეთის მიმართ მოგზაურობის გაფრთხილება, მათთვის „იმედგაცრუება“ იყო.  

გაზეთი „Vatan“-ი იბრაჰიმ ქალინის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან საერთაშორისო კანონების დარღვევით პალესტინის ანექსიას არასოდეს აღიარებენ და როგორც წარსულში, ასევე სამომავლოდაც ყოველთვის გააგრძელებენ პალესტინის გვერდში ყოფნას.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ ვაჭრობის მინისტრმა  რუჰსარ ფექჯანმა ივნისის თვის ექსპორტის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიმმდინარე წლის ივნისში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ექსპორტი 15,8%-ით გაიზარდა.
გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ თურქეთში პირველი გენტუ პინგვინი, სტამბოლის აკვარიუმში დაიბადა. პინგვნის სახელი გამოკითხვის შედეგად გახდება ცნობილი.
 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები