თურქული პრესა 02.07.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1447371
თურქული პრესა 02.07.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

 

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთ-რუსეთი-ირანის სამმხრივი სამიტის ვიდეოკონფერენციის შემდეგ, გუშინ სახელმწიფოს მეთაურების ერთობლივი განცხადება გავრცელდა. განცხადებაში ხაზგასმულია სირიის ტერიტორიული მთლიანობა. აქვე ასევე აღნიშნულია, რომ იდლიბის შეთანხმებები განხორციელდება და მშვიდობა უზრუნველყოფილი იქნება.

 

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, თურქეთმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის პროცესის პრეზიდენტობა ერთი წლის ვადით 2020-2021 წლების პერიოდისთვის გადაიბარა. ”ჩვენი ქვეყანა შეასრულებს მუშაობას ”რეგიონალური საკუთრების” და ”ჩართვის ”ფარგლებში, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის პროცესის ძირითადი პრინციპებია“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

 

გაზეთ „ვათან“-ში მოყვანილია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჰამი აქსოის განცხადება, მოგზაურობის შეზღუდვის თაობაზე ევროკავშირის სარეკომენდაციო გადაწყვეტილებაში თურქეთის არ შეტანასთან დაკაშირებით და მასში ნათქვამია:  „ევროკავშირში არასავალდებულო სამგზავრო შეზღუდვების 2020 წლის 1 ივლისს მოხსნის რეკომენდაციაში მესამე ქვეყნების თაობაზე მიიღებულ სიაში თურქეთის არ შეტანით იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ ველით ამ შეცდომის რაც შეიძლება მალე გამოსწორებას.”

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა (პენტაგონმა) განაცხადა, რომ იგი გააგრძელებს მუშაობას თურქულ კომპანიებთან 2022 წლამდე, ერთობლივი მოიერიშე თვითმფრინავის F-35-ის ზოგიერთი ნაწილისთვის. - წერს გაზეთი „სტარი“.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს ინფორმაციით, თურქეთსა და უკრაინას შორის, კოვიდ -19-ის ზომების ფარგლებში შეჩერებული ფრენების დაწყების შემდეგ თვითმფრინავი, რომელშიც 189 ტურისტი იმყოფებიდა, გუშინ ანტალიის აეროპორტში დაეშვა. აეროპორტში მისულმა ტურისტებმა, სადაც ეპიდემიის გამო მკაცრი ზომებია გატარებული, განცხადეს, რომ თურქეთი ძალიან მოენატრათ და თერმული კამერით შემოწმება გაიარეს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები