თურქული პრესა 01.07.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1446650
თურქული პრესა 01.07.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, როელშიც ჩავუშოღლუს განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ  პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მხრიდან ლიბიის საკითხთან დაკავშირებით თურქეთის მიმართ გაკეთებული განცხადება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა: „მაკრონი, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ აღიარებული მთავრობის მიმართ ამბოხებულს (ხალიფა ხაფთარს) უჭერს მხარს. ამით საფრანგეთი პატიოსნად მოქმედებს? არა, ხაფთარს იარაღს არ ვაწვდიო აცხადებს. ფულს აბუ-დაბი უხდის იარაღს კი საფრანგეთი აწვდის.“

გაზეთი „Hürriyet“-ი ვიცეპრეზიდენტ ფუათ ოქტაის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ვიცეპრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით თურქეთის ჩათვლით მხოლოდ 7 ქვეყანაში წარმოებული რენტგენოლოგიური სისტემები, რომლებიც საბაჟო გამშვებ პუნქტებზეა დამონტაჟებული, როგორც ავტომობილების ასევე კონტეინერების შემოწმებაც ხდება.

„თურქეთი საზღვაო დაზვერვის ტოპ ლიგაში  შედის“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეი „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის მიერ ეროვნული შესაძლებლობებით დამზადებული და მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში  შესასვლელი TCG Ufuk-ის სახელწოდების გემით, თურქეთი საზღვაო დაზვერვის ტოპ ლიგაში  შევა. გემს განსაკუთრებული დანიშნულება ექნება ხმელთაშუა ზღვაში.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთსა და გერმანიას შორის „საჰაერო ხიდის“ როლს შემსრულებელმა  SunExpress-ის მთავარმა  მენეჯერმა  მაქს კოუნატკიმ განაცხადა, რომ  თურქეთი, ახალი ტიპის კოროვირუსის  (კოვიდ-19) ეპიდემიის პერიოდშიც დასასვენებლად ყველაზე სწორი ადგილია.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ რუსეთში ყოველწლიურად ჩატარებულ სამეცნიერო ფუნდამენტურ საერთაშორისო კონკურსზე,  მე-5 კლასის მოსწავლემ ბეგუმ თოფანმა მათემატიკაში პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები