თურქული პრესა 30.06.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1445897
თურქული პრესა 30.06.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, მსოფლიო საზოგადოება ისევ აგრძელებს საფრანგეთზე საუბარს, რომელიც წლების განმავლობაში ეხმარებოდა მეამბოხე ჰაფტარს, რომლის მარცხითაც ყველა თამაში ჩაეშალა, რის შემდეგაც თურქეთის მიმართ აღფოშთებით შეეაცადა თავის შეცდომა დაეფარა. გაზეთ The Independent-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია: „საფრანგეთის ხელისუფება, ლიბიის პოლიტიკის დასაცავად თურქეთს ადანაშაულებს, რითაც სასაცილო მდგომარეობაში ვარდება.“

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სზიჟარტომ, სამხრეთ კვიპროსში ვიზიტისას განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა თურქეთის შესახებ საჯაროდ სხვას, დახურულ კარს მიღმა კი სხვას საუბრობს. მისივე თქმით, ”ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობებში ყველაზე დიდი პრობლემა არის თურქეთის მიმართ ორპირობა.“

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა განაცხადა: "თურქეთის ეკონომიკის მიმართ ნდობა იზრდება. ეკონომიკური ნდობის ინდექსი, რომელიც აპრილში 51,3 იყო მაისში 61,7-მდე, ხოლო ივნისში 73.5-მდე გაიზარდა. 2020 წლის ამ პერფორმანსს გავაგრძელებთ და მომავალი წლისთვის კიდევ უფრი წინ წავალთ“- წერს გაზეთი „ვათანი“.

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა თქვა, რომ ადგილობრივი და ეროვნული წარმოების ელექტრო მატარებელი რელსებზე დაეშვა და დაიწყება ქარხნის ტესტირება. ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ კი განაცხადა: ”მიმდინარე წლის ბოლოს რელსებზე გაიშვება და მოკლე დროში მგავრთა გადაყვანას დავიწყებთ.“

და ბოლოს გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში ელექტრონული ვაჭრობა მსოფლიოში ძალიან გაიზარდა და დაამატა: ”ჩვენ შევქმნით ელექტრონული ვაჭრობის საწყობებს ინგლისში, გერმანიასა და რუსეთში. ჩვენი მიზანია ჩვენი ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა რეგიონის უდიდეს 5 მოთამაშეს შორის იყოს. ”


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები