თურქული პრესა 29.06.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1445159
თურქული პრესა 29.06.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ლიბანის შიიტი სწავლულებიდან, შეიხ სუბჰი თუფეილიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგ მყოფ საფრანგეთის, რუსეთის, იტალიის და ისრაელის გვერდით დგომა,  რელიგიურად მიზანშეწონლი არ არის.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ოპერაცია „ვეფხვის კლანჭის“ ფარგლებში სეპარაისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს კუთვნილი მრავალი გამოქვაბულები, იარაღის საწყობები და სხვა სტრატეგიული ობიექტები განადგურებულ იქნა.

გაზეთ „Haber Türk“-ის მიხედვით დიდი ბრიტანეთის მთავრობა 6 ივლისიდან ზოგიერთ ქვეყნებში მიმოსვლის ნებართვის გაცემას აპირებს. ქვეყნებს შორის თურქეთიც გახლავთ.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ თურქეთმა განახლებადი ენერგიის წარმოებაში ახალი რეკორდი დაამყარა. განახლებად ენერგიას  შორის გახლავთ ქარის ენერგიაც, რომელიც 8 ათას მეგავაიტს შეადგენს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იტყობინება, რომ ქალაქი ბურსა ჯანდაცვის ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვან  ნაბიჯებს დგამს. ახალი ნორმალიზაციის პერიოდში, ბურსაში ჯანდაცვის ტურიზის პოლიტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა კემპინგის და ქარავანის ტურიზმს, რომლებიც ულუდაღის მთაზე უნდა განხორციელდეს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები